საქართველოს არ აქვს რასიზმთან განმკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია — TDI
21 მარტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ამ დღეს ვრცელი განცხადებით ეხმაურება, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს არ აქვს რასიზმთან განმკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია.
"სამართალდამცავ უწყებებში არ არსებობს რასიზმისა და რასობრივი გამორჩევის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. რასიზმის დასაძლევად კონკრეტულ ღონისძიებებს არც მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს", — ვკითხულობთ TDI-ს განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები მათთან რასობრივი დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებზე საუბრობენ.
"საქართველოში სწავლისა და მუშაობის მიზნით მცხოვრები უცხოელები, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები, TDI-სთან ყვებიან, რომ ზოგჯერ ბინას ვერ ქირაობენ განსხვავებული კანის ფერის თუ ეროვნების გამო; რასიზმის შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში მომსახურების მიღებისას, პოლიციასთან ურთიერთობისას და ა.შ.", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
TDI-ში ხაზს უსვამენ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზეც.
"გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისას უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან. სახელმწიფო მათ ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარს, ხშირად, დაუსაბუთებელი, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ეუბნება [...]
საზოგადოებაში უცხოელებისა და მიგრანტების მიმართ უარყოფითი, ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს პოლიტიკოსების პოპულისტური, ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული რიტორიკაც", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რასისა და კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით. რასა და კანის ფერი, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი საფუძველი, გათვალისწინებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის პირველ მუხლში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რასობრივ დისკრიმინაციას ცალკე დანაშაულის სახედ განსაზღვრავს, ხოლო, სისხლის სამართლის კოდექსში შეუწყნარებლობის მოტივი, მათ შორის, რასობრივი ნიშნით, კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული.
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
კომენტარები