რუპერტ გრინტის თქმით, რონის როლს მხოლოდ ერთი პირობით დაუბრუნდება
ალბათ, ჰარი პოტერის ფილმების ერთგული მაყურებლების უმრავლესობა ბევრ რამეს დათმობდა, საყვარელი გმირების როლებში ისევ რომ ეხილათ უკვე კარგად ნაცნობი და ძვირფასი სახეები.
რუპერტ გრინტმა სწორედ ამის ალბათობაზე ისაუბრა.
რონ უიზლის როლის შემსრულებელმა Esquire-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს შესახებ გადაღებულ კიდევ ერთ ფილმში მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ენდომება, თუ ამის სურვილს სხვა ისეთი მსახიობებიც გამოთქვამენ, როგორებიც ემა უოტსონი და დენიელ რედკლიფი არიან.
"ამ როლის ახლა ისევ შესრულება... არა, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. მაგრამ მაინც, არასოდეს თქვა არასოდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სხვებსაც ენდომებათ იმავეს გაკეთება. თუმცა, ჰო, ჯობია, ყველაფერი ისევ ისე დარჩეს", — ამბობს გრინტი.
რუპერტ გრინტმა იმ უნიკალურ გამოცდილებაზეც ისაუბრა, რომელიც სხვა მსახიობებთან ერთად ჰარი პოტერის ფილმების შექმნაში მონაწილეობამ შესძინა.
"ის ყველაფერი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ძალიან განსაკუთრებული იყო და ამის რეალურ მნიშვნელობას ჩვენ გარდა ვერავინ გაიგებს. ეს ასტრონავტების გამოცდილებას ჰგავდა, უცნაურ ექსპერიმენტს" — აღნიშნა მან.
რუპერტ გრინტი ათი წლის განმავლობაში იყო ამ ჯადოსნური სამყაროს ნაწილი: მან რვავე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მიუხედავად ნოსტალგიური მოგონებებისა, მსახიობი ხშირად იმ სირთულეებზეც საუბრობს, რომლებიც ამ გამოცდილებამ მოუტანა.
"ცხადია, ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო. რადგანაც მთელ პროექტზე ძირითადად ერთი შემოქმედებითი გუნდი მუშაობდა, ოჯახური ატმოსფერო იყო და მათ გარემოცვაში ყოფნაც სასიამოვნო იყო. მაგრამ ამავდროულად ვგრძნობდი, რომ სხვა რამის გაკეთებაც მინდოდა. მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა ამ ყველაფრის მიღმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს უბრალოდ არასდროს დასრულდებოდა: ყოველ წელს კვლავ იქიდან ვიწყებდით, სადაც დავასრულეთ. ეს ზაზუნას დღეს ჰგავდა: იგივე ადგილი, იგივე ხალხი. თუმცა ყველაფერი მაინც დიდებული იყო და მსიამოვნებდა ამის კეთება", — ისაუბრა მან ერთ-ერთ პოდკასტში.
ჰარი პოტერის შემდეგ ის არაერთ სატელევიზიო შოუში გამოჩნდა: Servant, Snatch, Sick Note, და The ABC Murders. თუმცა ისიც ცხადია, რომ მილიონობით მაყურებლისთვის მუდამ რონ უიზლად დარჩება.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები