ტესტი: იცი თუ არა, რა ინფორმაციას ფლობენ შენზე პოლიტიკოსები და რაში იყენებენ მას?

ფოტო: Getty Images
ციფრულ ეპოქაში ცხოვრება ძალიან ამაღელვებელი რამაა: ვხდებით წარმოუდგენელი ტექნოლოგიური მიღწევების მომსწრენი, წვდომა გვაქვს ჯადოსნურ მსოფლიო ქსელზე, რომელსაც ინტერნეტს ვეძახით და რომელიც ახალ, საოცარ შესაძლებლობებს გვიშლის თვალწინ.
თუმცა, ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ხშირად, ერთი რამის მიღების სანაცვლოდ, მეორე რამის დათმობა გვიწევს. ამ შემთხვევაში, ეს არის ჩვენი პირადი მონაცემები — ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შესახებ ციფრულ სამყაროში გროვდება და შემდეგ ვისაც როგორ უნდა, ისე იყენებს: მაგალითად, კომპანიები იყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქტები და სერვისები ადვილად მოგვყიდონ, ხოლო პოლიტიკოსები იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენს აზრებზე ადვილად შეძლონ გავლენის მოხდენა და არჩევნებზე ხმა თავიანთი კანდიდატურისთვის მიგვაცემინონ.
ეს ქვიზი სწორედ ამაზეა: მონაცემების გამოყენებაზე პოლიტიკაში. გაეცი პასუხი ქვემოთ მოცემულ კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად აცნობიერებ იმას, თუ რაში იყენებენ შენ შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას პოლიტიკოსები.
ტესტი: იცი თუ არა, რა ინფორმაციას ფლობენ შენზე პოლიტიკოსები და რაში იყენებენ მას?
ტესტის დაწყება1 / 6 პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად აგროვებენ თავიანთი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას. შენი აზრით, ყველაზე ხშირად რისთვის იყენებენ ისინი ამ მონაცემებს?

Fiverr
- იმისთვის, რომ გააანალიზონ მოქალაქეების საჭიროებები და დაეხმარონ მათ შესაბამისად
- იმისთვის, რომ კარგად გაიცნონ მათი ხასიათი და დაადგინონ, რითი შეუძლიათ მათ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა
2 / 6 შენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელ გზებს იყენებენ პოლიტიკოსები ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად?

DPM
- ინფორმაციას იღებენ პირდაპირ საარჩევნო სიიდან
- ქმნიან სპეციალურ აპლიკაციებს, რომლის დაინსტალირების შემდეგაც ჩვენზე ინფორმაცია ავტომატურად გროვდება მათ ბაზაში
- აკვირდებიან და აანალიზებენ ჩვენს აქტივობას სოციალურ ქსელებში
- მონაცემებს ყიდულობენ ან საჩუქრად იღებენ კერძო კომპანიებისგან
- მიმართავენ ყველა ჩამოთვლილ მეთოდს
3 / 6 გამოიცანი, რაში შეიძლება გამოადგეს პოლიტიკოსს ინფორმაცია ჩვენი ფიზიკური ადგილსამყოფელის (გეოლოკაციის) შესახებ, რომელსაც ჩვენი მობილურის GPS ლოკაციითა და კომპიუტერის IP მისამართით იღებს?

Texas GPS Direct
- იმის განსაზღვრაში, თუ რომელი მაჟორიტარული კანდიდატის რეკლამა უნდა გვაჩვენოს
- ქალაქში ტრანსპორტირების შესაბამისად დაგეგმარებასა და საცობების თავიდან არიდებაში
4 / 6 როგორ გგონია, რა არის გეოგრაფიული დამიზნება?

Minutes
- გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით იმის განსაზღვრა, თუ რომელ რეკლამასა და გზავნილს ნახავს ამომრჩეველი
- კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ მოქალაქეთა პრობლემების გაცნობა და გადაჭრა
5 / 6 ინტერნეტში ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის საპოვნელად საძიებო სისტემებს ვიყენებთ. შენი აზრით, პოლიტიკოსები ზოგჯერ როგორ იყენებენ ამას სათავისოდ?

- საძიებო სისტემების გამოყენება სათავისოდ არავის შეუძლია, გარდა თავად ამ სისტემების შემქმნელი კომპანიებისა
- რეკლამის ყიდვით, შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რა შედეგს შემოგვთავაზებს საძიებო სისტემა და გვაჩვენონ თავიანთვის სასურველი რეკლამები და გზავნილები
- საძიებო სისტემების გამოყენებაზე გადასახადს აწესებენ და მდიდრდებიან
6 / 6 რა არის რობოზარი?

Techiexpert
- როცა რომელიმე კომპანიაში რეკავ და ოპერატორთან დასალაპარაკებლად რიგში დგები
- როცა რობოტი სოფია გირეკავს
- როცა მობილურზე ზარი შემოგდის და წინასწარ ჩაწერილ ხმოვალ შეტყობინებას გასმენინებს
პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი — Eastern Partnership Civil Society Facility Project.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები