რა არის ჰელიკობაქტერია და როგორ ვებრძოლოთ მისგან გამოწვეულ დაავადებებს
კუჭ-ნაწლავის დაავადებები განსაკუთრებული დისკომფორტით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გასტროენტეროლოგთან დროული ვიზიტი და სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა. ამაზე მოწმობს ფაქტები; მაგალითად, მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის დაავადებებს უმეტესად მკურნალობდნენ მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებებით, რაც ხშირად წარუმატებლად სრულდებოდა.
იმ დროისთვის, ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი ჰელიკობაქტერ პილორი, ბაქტერია, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია. ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ამ მიკროორგანიზმის აღმოჩენიდან იწყება ნამდვილი გადატრიალება სამედიცინო სამყაროში, კერძოდ, წყლულოვანი დაავადებების სწრაფი და ეფექტური მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიით.
რას იწვევს ჰელიკობაქტერია და რა სიმპტომები ახასიათებს ინფიცირებას?
გარდა იმისა, რომ ჰელიკობაქტერია იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ისეთ დაზიანებებს, როგორიცაა: ანთება, ეროზიების და წყლულების განვითარება, გასტრიტი და სხვა, ის მიჩნეულია პირველი რიგის კანცეროგენად, ანუ კუჭის კიბოს განვითარების უმთავრეს რისკ-ფაქტორად. მისი დროული აღმოჩენა და ელიმინაცია მნიშვნელოვანად ამცირებს აღნიშნულ რისკებს.
Helicobacter Pylori გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვთან, ღებინების დროს ამოღებულ მასასთან თუ განავალთან პირდაპირი კონტაქტით, ასევე დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეშვეობით.
განსაკუთრებით ხშირად, ეჭვი აღნიშნული მიკროორგანიზმით ინფიცირებაზე ჩნდება მაშინ, თუ პაციენტს შემდეგი რისკ-ფაქტორები გააჩნია:
- ოჯახის წევრი ინფიცირებულია ჰელიკობაქტერიით
- ნაკლები წვდომა აქვს სუფთა სასმელ წყალზე
- კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა ტიპის წყლულოვანი დაავადების გენეტიკური ანამნეზით არის წარმოდგენილი
- ხანგრძლივი დროით იღებდა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა ნაწილს ინფიცირების ნიშნები არ გააჩნია, რიგ შემთხვევებში ვლინდება შემდეგი სიმპტომატიკა:
- მუცლის არალოკალური ტკივილი
- სიმძიმის შეგრძნება
- გულძმარვა
- შებერილობა
- განავლის ფერის ცვლილება და ა.შ.
რა უნდა ვიცოდეთ დიაგნოსტირებისთვის?
დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს სწრაფი სუნთქვითი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს პაციენტის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში ჰელიკობაქტერიის არსებობას და მის კონცენტრაციას. კვლევა ინიშნება ექიმი-გასტროენტეროლოგის რეკომენდაციით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
ეს მარტივი, სწრაფი და ზუსტი პროცედურა საჭიროებს სწორ მომზადებას. გაეცანით ციტოს რეკომენდაციას:
1. გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს დილით უზმოზე (ბოლო კვება დასაშვებია ტესტამდე 12 საათით ადრე
2. კვლევამდე ბოლო საკვების ულუფა უნდა იყოს მსუბუქი რაციონიდან ამოიღეთ:
- 3 დღით ადრე - ალკოჰოლური სასმელი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოპი, სოიო)
- 12 საათით ადრე - ხორცი, თევზი, სოკო
3. კვლევამდე არ უნდა გქონდეთ მიღებული შემდეგი მედიკამენტები:
- 4 – 6 კვირით ადრე – ანტიბიოტიკი,
- 14 დღით ადრე - ანტაციდები - პროტონული პომპის ინჰიბიტორები (მაგ. აქტიური ნივთიერების შემცველი ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი) ან H2 ბლოკატორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ანტისეკრეტორული პრეპარატები, ვისმუტის პრეპარატები და ანალგეტიკები.
4. გამოკვლევის დღეს არ უნდა დაღეჭოთ საღეჭი რეზინა.
5. კვლევამდე არანაკლებ 3 საათის განმავლობაში არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. სიგარეტის მოწევის შემდეგ აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა.
6. დილით, გამოკვლევამდე, აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა.
სამედიცინო ცენტრი ციტო გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ექიმ-გასტროენტეროლოგებთან კონსულტაციას და საჭმლის მომნელებელი სისტემის საფუძვლიან კვლევას.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები