რა ვიცით ექთანზე, რომელსაც აცრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა
სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.
სასჯელაღსრულების სისტემაში ამბობენ, რომ ვაქცინამდე ექთანს ტესტზე აურყოფითი პასუხი ჰქონდა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ შედეგი დადებითი იყო. NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კი ამ შემთხვევაზე საუბრისას განმარტავს, რომ ვაქცინა ვერ ასწრებს იმუნიტეტის გამომუშავებას, თუ პაციენტი ვირუსის ინკუბაციურ პერიოდშია აცრილი.
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის 2 დოზაა საჭირო, რომელთა შორის დროის შუალედი 4 კვირა უნდა იყოს.
როგორც პაატა იმნაძემ On.ge-ს განუცხადა, ვაქცინის პირველ დოზას იმუნიტეტის გამოსამუშავებლად 2-3 კვირა ესაჭიროება.
რას ამბობენ უწყებები
როგორც On.ge-ს სასჯელაღსრულების სისტემაში განუცხადეს, ექთანს ვაქცინის გაკეთებამდე ვირუსი არ დაუდასტურდა. ვაქცინაციიდან მეორე დღეს, კი ვირუსი მის ქმარს გამოუვლინდა, რის შემდეგაც თავადაც კიდევ ერთხელ ჩაიტარა ტესტირება და კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
"N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა covid-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა covid-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას", — აცხადებენ სასჯელაღსრულების სისტემაში.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კი განაცხადა, რომ მედდას კორონავირუსი ვაქცინაციამდე ჰქონდა. ჟურნალისტის დაამზუსტებელ რეპლიკაზე, რომ ექთანს ვაქცინაციამდე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა, მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას გადაამოწმებს.
"ჩემთვის ცნობილი არის, რომ მას ჰქონდა გაკეთებული PCR ტესტი და პასუხი მოუვიდა ორი დღის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ჩაიტარა ვაქცინაცია. თუ თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ, გადავამოწმებ.
ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ვაქცინაციამდე სავალდებულოა ტესტის ჩატარება. შესაბამისად, ჩვენი მედ-პერსონალი მიყვება იმ დადგენილ სტანდარტებს, რაც გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან", — განაცხადა ტიკარაძემ.
ვაქცინის გაკეთების შემდეგ ვირუსის დადასტურებამ საზოგადოებაში დამატებითი კითხვები გააჩინა მის ეფექტურობაზე. როგორც On.ge-ს პაატა იმნაძემ განუმარტა, თუ პაციენტი ვირუსის ინკუბაციურ პერიოდში აიცრა და ინფიცირება ვაქცინის გაკეთების შემდეგ გამოვლინდა, ეს არ ნიშნავს, რომ რამე პრობლემა არსებობს.
"ინკუბაციურ პერიოდში თუ ვინმე აიცრა, და მერე გამოვლინდა, არავითარი სამედიცინო პრობლემა არ არის. ანუ, ვაქცინა ვერ ასწრებს იმუნიტეტის გამომუშავებას", — განაცხადა მან.
On.ge დაუკავშირდა ინფექციურ საავადმყოფოსაც, სადაც განაცხადეს, რომ ექთანი თავს კარგად გრძნობს და მას მხოლოდ ვირუსის საერთო მახასიათებელი, ზოგადი სისუსტე აღენიშნება.
"სამედიცინო მუშაკია, კვირას შემოიყვანეს, ტემპერატურა აღარ აქვს, ანალიზები ნორმაშია ყველაფერი, საერთო სისუსტე აქვს, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, რამე პათოლოგია და საშიშროება ამ დროისთვის არ შეინიშნება", — აცხადებენ ინფექციურში.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები