ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს — რაჭველიშვილი

ფოტო: ანიტა რაჭველიშვილი/Facebook
საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქში წერს, რომ სანამ კულტურის სფეროს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, საქართველოში სცენაზე "ფეხს არ დადგამს".
"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას, რომ მისი აზრის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე...", — წერს რაჭველიშვილი.
მომღერალი ამ ფორმით წულუკიანის კომენტარს გამოეხმაურა. POSTV-ის ეთერში წამყვანმა თეა წულუკიანს ჰკითხა, როგორი იქნება მისი მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებულ სტრუქტურებში მუშაობენ, ნაციონალურ მოძრაობაზე სიმპათიას ღიად გამოხატავენ და ქართული ოცნების წინააღმდეგაც გამოდიან. მინისტრმა თქვა, რომ, თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის მათი ეს განსხვავებული აზრი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები