პრინცი ჰარი სილიკონ ველიზე მდებარე სტარტაპს უხელმძღვანელებს
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, კალიფორნიაში ჩავიდა და სილიკონ ველიზე მდებარე სტარტაპის, BetterUp-ის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი გახდა. ჰარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის ახალი თანამდებობის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
სტარტაპი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ჰარი გახდა, მენტალურ ჯანმრთელობასა და პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებულ სერვისებს, მათ შორის ინსტრუქტორის დახმარებას სთავაზობს მომხმარებელს. კომპანიის ვებგვერდზე ლიდერების ჩამონათვალში უკვე წერია ჰარის სახელი. იგი "ფილანთროპად, სამხედრო ვეტერანად, მენტალური კეთილდღეობის მხარდამჭერად და გარემოს დამცველადაა" მოხსენიებული.
ახალი სამსახური ჰარიმ მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე კვირის წინ, მასთან და მეგან მარკლთან ოპრა უინფრის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ინტერვიუში ჰარიმ და მეგანმა სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის იმ გავლენაზე, რომელიც სამეფო ოჯახში ცხოვრებამ იქონია წყვილის მენტალურ მდგომარეობაზე. მეგანმა ასევე აღნიშნა, რომ ჰარის სამეფო ოჯახმა ფინანსური უზრუნველყოფა შეუწყვიტა და მას დედის, პრინცესა დაიანას მიერ დატოვებული ქონება დაეხმარა.
ახალდაკავებული თანამდებობის მნიშვნელობაზე თავად ჰარიმ ისაუბრა და სტარტაპთან თანამშრომლობის მიზეზები ახსნა.
"ყველაზე მეტად, რითაც BetterUp-მა ჩემი ყურადღება მიიქცია, არის ის, რომ მათი მისია — დაეხმარონ ადამიანებს საკუთარი პოტენციალის პოვნაში — მოითხოვს ინოვაციას, გავლენის მოხდენასა და გულწრფელობას. კომპანიის გუნდი კი წლებია, ამ საქმეს წარმატებით ართმევს თავს", — აღნიშნავს ჰარი.
აწ უკვე კომპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ BetterUp-ის შეთავაზებული სერვისებით თავადაც უსარგებლია.
"BetterUp-ის ინსტრუქტორთან მუშაობა, მე პირადად, შეუფასებელ გამოცდილებად მიმაჩნია", — დასძენს ჰარი, — "შესანიშნავი ინსტრუქტორი შემხვდა, რომელმაც ჯანსაღი რჩევები და ნათელი ხედვა შემომთავაზა".
ეს უკვე მეორე ოფიციალური თანამდებობაა, რომელსაც პრინცი ჰარი გაერთიანებული სამეფოს დატოვების შემდეგ იკავებს. Archewell Audio-ს სახელით იგი ასევე თანამშრომლობს სტრიმინგ პლატფორმა Spotify-სთანაც, რომელზეც მისი და მეგან მარკლის მიერ შექმნილი პოდკასტებია განთავსებული.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები