ამერიკის შეერთებულმა შტატების სენატში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადეს. რეზოლუციის მიღების ინიციატივა სენატორმა როს ჯონსონმა 23 მარტს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე წამოაყენა. ჯონსონის თქმით, ეს მხარეებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.

"ჩვენ შეგვიძლია, წავახალისოთ მხარეები, რათა ერთად დასხდნენ. ეს არაა ადვილი, მათზეა დამოკიდებული და ვერავინ აიძულებთ", — აღნიშნა მან.

სენატორმა ჯინ შაჰინმაც განაცხადა, რომ საკითხის განხილვა შემდგომში რეზოლუციის მიღებით გაგრძელდება.

23 მარტს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა.

გაიგეთ მეტი: