სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს — კალაძე მეწყრულ ფერდობზე
"სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს", — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მეწყრულ ფერდობზე საუბრისას. დედაქალაქის მერიის სხდომაზე მან ექსპერტებისა და მედიის ნაწილიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფრომაცია.
"სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა, რაც ძალიან ცუდია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციისგან", — განაცხადა მან.
ასევე, ის აღნიშნავს, რომ მერიას ინფორმაცია არ დაუმალავს და ატვირთული ჰქონდათ ოფიციალურ ვებგვერდზე.
"ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დედაქალაქში. ეს არ ეხება მხოლოდ ვაშლიჯვრის ტერიტორიას. სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს კიდევ მეწყრულად საშიში ადგილები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოქვეყნებულია და ინფორმაცია მითითებულია", — თქვა მან.
მისი განცხადებით, მეწყრული ფერდის შესწავლის პროცესში თავიდანვე ჩართეს ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ასევე, დარგის სხვადასხვა სპეციალისტები. თუმცა აღნიშნავს, რომ სხვა სპეციალისტებსაც შეუძლიათ მონაწილეობა.
"მე ვიცი, რომ არის კიდევ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ზოგადად მეწყრულ ადგილებს სწავლობს დედაქალაქში და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ ამ სამუშაო ჯგუფში. ისინი ცუდს არაფერს არ გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან და ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა", — თქვა მან.
17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ მეწყრის სისტემა დაძრულია და დღეში 5სმ-ით მოძრაობს. მათი თქმით, საფრთხე რეალურია და მიწის მასა, შესაძლოა, ჩამოვიდეს.
მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნალექიანი ამინდების შემთხვევაში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები