საერთაშორისო ანგარიშებიდან ერთი ან მეორე მხარე იღებს იმას, რისი გაგონებაც სურს, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა — დეგნანი
საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ის, რომ პოლიტიკური მხარეები საერთაშორისო ანგარიშებიდან იმას "იღებენ", რისი მოსმენაც უნდათ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
"რაც არ არის სწორი არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან თუ გამოკითხვებიდან იმ ინფორმაციის ამოწევა ხდება, რაც მხოლოდ ერთ ან მეორე მხარეს სურს. სწორედ ამიტომ, ხშირად გამოკითხულებს პასუხი არ აქვთ, არ იციან, დაბნეულები არიან. არ არის სასარგებლო მხოლოდ ის მოისმინო, რისი მოსმენაც გსურს. ეს ანგარიშები, გამოკითხვები დახმარებისთვის არის და არა კრიტიკისთვის. ეს არის ის ინფორმაცია, რაც საქართველოს ლიდერებს სჭირდებათ, რომ გააუმჯობესონ ქვეყნის სისტემები. ამ ანგარიშებს ძალიან დიდი ყურადღებით ადგენენ, რომ იყოს კონსტრუქციული და ასევე ინფორმატიული. როდესაც ერთი ან მეორე მხარე იღებს იმას, რისი გაგონებაც სურს და არ წარმოადგენს დაბალანსებულად, ან არ მოისმენს დაბალანსებულ ინფორმაციას, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", — განაცხადა დეგნანმა.
22 მარტს შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდებოდა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კომპრომისებზე წასლის დროა. დანიელსონის ბოლო ვიზიტის დროს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
კომენტარები