Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. ამიერიდან მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ორი, AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანის გაკეთებით შეეძლებათ.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეებიც 25 მარტიდან ჩაერთვებიან.

მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ კი არ გამორცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს — 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ.