შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სოც. აგენტები პრემიერმინისტრს მიმართავენ
შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, სოციალურმა აგენტებმა მთავრობის მეთაურის სახელზე წერილი შეიტანეს. ისინი უპირველეს ყოვლისა, ღირსეული შრომის ანაზღაურებასა და პირობებს ითხოვენ. სოც. აგენტები, ასევე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ.
"სოციალური აგენტები აგრძელებენ ბრძოლას ღირსეული შრომისთვის. მივმართავთ პრემიერმინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და შრომის ინსპექციას. ჩვენ უკვე წლებია ვიბრძვით იმისთვის, რომ სოციალურმა აგენტებმა ღირსეული შრომის პირობები მოიპოვონ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ", — აცხადებს ერთ-ერთი სოც. აგენტი.
ღირსეული ანაზღაურების გარდა, მათი მოთხოვნები შემდეგია:
- გამოიყოს გზის ხარჯი;
- მიეცეთ მათ ბენეფიციარებთან გათანაბრებული ჯანმრთელობის პაკეტი. მათივე თქმით, სოც. აგენტებს ამჟამად დაზღვევა საერთოდ არ აქვთ;
- მოხდეს პროფკავშირის აღიარება და ორგანული კანონი შრომის კოდექსის უზრუნველყოფილი მუხლების შესაბამისად კოლექტიური ხელშეკრულება პროფკავშირის იურისტის ჩართულობით გაფორმდეს;
- ხელშეკრულების ვადა, ასევე, დარეგულირდეს შრომის კოდექსის მიხედვით და გახდეს უვადო მათთვის, ვისაც ეკუთვნის და ვისაც არ ეკუთვნის მინიმუმ 1-წლიანი;
- ხელშეკრულებაში დამსაქმებლის ვალდებულებებში შევიდეს ცვლილება და გახდეს ვალდებული, როდესაც მესამე პირი დაობს, დასაქმებულს იურიდიული მომსახურება გაუწიოს;
- სპეციალისტებისა და უფროსი სპეციალისტების ანაზღაურების ზრდა 12 წლიანი ინფლაციისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს;
- სანამ სააგენტოს მიზეზით გამოწვეული შემცირებული დავალებების პირობებში მუშაობენ და ხელფასი, ფაქტობრივად, 200-300 ლარი აქვთ, მინიმუმ 200 ლარიანი დანამატი გაიცეს.
ისინი ამბობენ, რომ 12 წელია სააგენტოში აგენტების ხელფასი არ შეცვლილა. მათივე თქმით, წინა წელს იყო მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები