"გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი", — ამ სახელწოდებით ვაშლიჯვრის მოსახლეობა 28 მარტს აქციას აანონსებს. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან ნანტის პარკში 14:00 საათზე გაიმართება, სადაც მოსახლეობა საკუთარ პრობლემებსა და მოთხოვნებს გააჟღერებს.

ამასთან, მათი ცნობით, ხვალ, 27 მარტს საორგანიზაციო ჯგუფი ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიციას და 5 000-მდე ხელმოწერას მერიაში შეიტანს.

მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები უბანში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას, ლისის ქედზე მეწყრის მართვის გამჭვირვალობასა და მეტ ინფორმაციას შეეხება.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.

ამავე თემაზე: