რამდენიმე დღის წინ ინტერნეტი სუეცის არხში გაჭედილი კონტეინერმზიდის, სახელად Ever Given-ის ამბავმა მოიცვა. გიგანტურ გემს არხი 23 მარტიდან ჰქონდა ჩახერგილი, რის გამოც საცობში 150-ზე მეტი გემი მოხვდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუეცის არხში გაჭედილი უზარმაზარი სატვირთო გემი თავისუფალია.

Ever Given-მა მსოფლიოს თავი მხოლოდ სუეცის არხის პარალიზებისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანით როდი დაამახსოვრა: გემის გაჭედვას ინტერნეტში, როგორც ყოველთვის, სახალისო რეაქციები მოჰყვა და გემის ფოტოებით უამრავი მიმიც შეიქმნა. განსაკუთრებით პოპულარული პატარა ესკავატორი აღმოჩნდა, რომელიც გემის დახმარებას უიმედოდ ცდილობდა.

გთავაზობთ 10 ყველაზე სახალისო რეაქციას, რომლითაც ინტერნეტი სუეცის არხში Ever Given-ის გაჭედვას გამოეხმაურა:

1. როცა კარგი წინათგრძნობა გაქვს

"მიხარია, რომ დღეს სუეცის არხის მაგივრად, პანამის არხით წავედი."

2. პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გზა ყველას გამორჩა

"ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩემი ამბიციური გზა არხში ყურის ჩხირით შესვლაა."

3. იქნებ, დისნეისთვის მაინც გვეკითხა აზრი?

4. ვარჯიში და სწორი კვება გიცდია?

5. ნაყოფიერი კვირის დასაწყისი

6. "საუკეთესო" რჩევა, რომელიც არ გამოგადგებათ

7. მთავარი დამნაშავეც გამოიკვეთა!

8. შევინარჩუნოთ პოზიტივი

"დღის კარგი ამბავი: რაც არ უნდა მოხდეს, ის ადამიანი მაინც არ ხართ, რომელმაც გემი სუეცის არხში გაჭედა და საზღვაო ტრანსპორტირება შეაფერხა."

9. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რა მოხდა...

10. გემი თავისუფალია, თუმცა ამით ყველა კმაყოფილი როდია...

"გართობა ჯერ არ დაგვიმთავრებია, უკან დააბრუნეთ!"

ამავე თემაზე: