საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალი გასული წლის მეოთხე კვარტალში 640 მილიონი დოლარით გაიზარდა, საიდანაც მხოლოდ საკურსო ცვლილების გამო 276,4 მილიონით გაიზარდა.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127,7 პროცენტია.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნინული, მთლიანი საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო — 328,3 მილიონით, ფასის ცვლილების გამო — 34,1 მილიონით და სხვა ცვლილებების გამო 1,2 მილიონით გაიზარდა.