SNOO — ჭკვიანი ლოგინი, რომელიც ჩვილს თქვენ გარეშე აძინებს
ჩვილები ცვალებადი არსებები არიან. ერთი მომენტი ანგელოზივით სძინავთ, მაგრამ მეორე მომენტში პატარა დემონებივით ბორგავენ, ვეღარ ისვენებენ და ტირიან.
ასეთ დროს მშობლისთვის რთულია დაისვენოს, ან დაძინებაზე იფიქროს, აღარაფერს ვამბობთ თავისუფალ დროზე. ხშირ შემთხვევაში ახალ გაღვიძებულ ჩვილს თავზე დადგომა და კვლავ დაძინება სჭირდება. ერთი ორჯერ ეს პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ამას სისტემური სახე ეძლევა, სიტუაცია ბევრად რთულდება.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა SNOO, ჩვილის ჭკვიანი ლოგინი. ბავშვის გაღვიძების და ტირილის შემთხვევაში, ის მოძრაობას იწყებს, ზუსტად ისე, როგორც მას თქვენ დაარწევდით. დიახ, ლოგინი მოძრაობას თავად იწყებს და სპეციალურ ხმასაც გამოსცემს, რაც ჩვილს ამშვიდებს და კვლავ აძინებს.
იმისთვის, რომ რწევისას ბავშვი არ შეწუხდეს, ლოგინს სპეციალური შესახვევი მასალაც მოყვება. ბავშვის ამ მასალაში უსაფრთხოდ გახვევა შეგიძლიათ და როგორც შემქმნელები ამბობენ, ჩვილებს ეს მხოლოდ სიამოვნებთ. ჩვილისთვის ეს განსაკუთრებულად მაშინ არის კომფორტული, როცა სძინავს.
მეტიც, ამ ინოვაციურ სარწეველაში ჭკვიანი ტექნოლოგიებია ჩაშენებული. რაც ნიშნავს, რომ ლოგინი ბავშვის განწყობას აკვირდება და რწევის დონესაც ამის მიხედვით განსაზღვრავს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ტირილს მაინც არ შეწყვეტს, ტექნოლოგია ხვდება, რომ ჩვილს თქვენ სჭირდებით. შესაბამისად, ლოგინი რწევას და სპეციალური ხმების გამოცემას წყვეტს და საქმეს თქვენ გადმოგაბარებთ.
სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ის გვეუბნება, რომ 6 თვემდე ბავშვების 60 პროცენტს ღამით კარგად ვერ სძინავს. აღარაფერს ვამბობთ მათ მშობლებზე, ამიტომ, მსგავსი ჭკვიანი სარწეველა ცუდი გადაწყვეტა ნამდვილად არ უნდა იყოს.
რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.
თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები