რა წერია დოკუმენტში, რომელზეც "ოცნება" და ოპოზიცია მსჯელობენ
On.ge-მ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის შინაარსი მოიპოვა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს არის ის თემები, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ამ წუთებშიც მსჯელობენ. საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, თუმცა არაფერი წერია ვადამდელი არჩევნების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსი და არა ზუსტი ციტირება.
On.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად:
- ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხას ევროკავშირი გადაიხდის;
- გიორგი რურუა ციხიდან ელექტრონული სამაჯურით ნოემბერში გამოვა, დასახელდა 19 ნოემბერიც. ასევე, საუბარია რურუას გათავისუფლებაზე უდოს კომისიის საშუალებით;
- განიხილება სრულად პროპორციული არჩევნები. 0-დან 3%-მდე ბარიერით;
- 4 წევრი ქმნის ფრაქციას;
- პროკურორის დანიშვნა მოხდება პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით;
- ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს პარლამენტის 2/3-ით და მოადგილე იყოს ოპოზიციის დასახელებული;
- ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, შეიქმნას ნათელი კრიტერიუმები, სავარაუდოდ, 10%-იან ცდომილებაზე მოხდეს ავტომატური გადათვლა;
- პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების განხილვისას, უნდა გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები;
- გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის ხარისხი — აქ იგულისხმება როგორც მოსამართლეების დანიშვნა-შერჩევაა, ასევე, ახალი კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოს შეეხება;
- შეჩერდეს მოსამართლეების დანიშნვნა;
- გენერალური პროკურორის დანიშვნისას იყოს საჯარო დებატები, ასევე, მულტიპარტიული შეთანხმება, კერძოდ, საუბარია უმრავლესობის მხარდაჭერაზე პარლამენტში;
- 5 კომიტეტს უხელმძღვანელოს ოპოზიციამ, მათ შორის, საპროცედუროს, იურიდიულს, საგარეოს, ფინანსთა და იყოს 2-ის თავმჯდომარე;
- საარჩევნო რეფორმის საფუძველზე ოპოზიციამ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.
დანიელსონის მედიაციით მხარეებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. ის მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.
დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
კომენტარები