თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა მეშვიდედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების აღდგენისა და განვითარების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.
2021 წლის მცირედ გაუარესებული სამომავლო პროგნოზის მიუხედავად, თიბისი კაპიტალი 2022-ს აღდგენის წელიწადად მიიჩნევს. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, იანვრის მკვეთრი — 11,5%-იანი ვარდნა, 2021 წლის 4,0%-იანი ზრდის პროგნოზთანაა შესაბამისობაში.
საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურისტული შემოდინებების — 25%-იანი, 2022 წელს კი 90%-იანი აღდგენაა ნავარაუდები. სასტუმროების ინდუსტრია კრიზისამდელ მაჩვენებლებს 2023 წელს დაუბრუნდება. 2021 წელს სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, 60%-ით ნაკლები იქნება, 2022 წელს კი მნიშვნელოვნად აღდგება. მიმდინარე პერიოდში, დიდ სასტუმროებში დატვირთულობა შედარებით მაღალია, მცირე სასტუმროების დიდი წილი კი კვლავ დაკეტილი რჩება. პირველ ეტაპზე, ვიზიტორების მატება დიდი ზომის სასტუმროებშია მოსალოდნელი.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, ლარის დოლართან გაუფასურების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა, რაც ძირითადად დოლართან მიმართებით ლირის, ევროსა და მცირედით რუბლის გაუფასურების შედეგია.
მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ალბათობა გაზრდილია, თუმცა, საბაზო სცენარით, 2021 წლის განმავლობაში რეფირანსირების განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნებაა ნავარაუდები, 2022 წელს კი შემცირების დაწყება. წლის განმავლობაში, განაკვეთის ზრდა არ არის გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ ლარი კიდევ უფრო დასუსტდა.
პანდემიის შედეგად დაზარალებულ ინდუსტრიებში, აღდგენა გრძელდება. გლობალურად აქციების ფასები კრიზისამდელ მაჩვენებელს ისეთ სექტორებში მიუახლოვდა, როგორებიცაა: ავიაცია, ნავთობი და გაზი, კომერციული უძრავი ქონება. HORECA ინდუსტრიის კომპანიების ფასებმა კრიზისამდელ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. უძრავი ქონება, ენერგეტიკა, რესტორნები, ტექსტილით ვაჭრობა, გრძელვადიანი მოხმარების საქონლით ვაჭრობა, მშენებლობა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, FMCG, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ჯანდაცვა და ფარმაცია - აღნიშნული სექტორების უმეტესობა საქართველოში, კრიზისამდელ პოზიციას 2022 წლისათვის დაუბრუნდება ხოლო ჰორეკა სექტორის აღდგენა 2023 წლისთვისაა ნავარაუდევი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება, როგორც ახალ, ასევე მეორად ბინებზე. თუმცა, შემცირებას განაგრძობს ქირა. ამის მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობა რეგიონების დიდ ქალაქებთან შედარებით, თბილისში კვლავ მაღალი რჩება.
თბილისთან შედარებით, ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების შემცირება უფრო მკვეთრი იყო, რაც არარეზიდენტების მხრიდან საინვესტიციო მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. სამშენებლო ნებართვები რეკორდულად მაღალი იყო 2019 წელს, 2020 წლის მონაცემებით კი, გაცემული ნებართვების ფართობი 45%-ითაა შემცირებული.
საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები კრიზისამდელ დონეს 2022 წელს დაუბრუნდება, შედარებით სწრაფი აღდგენის ტემპი, ბათუმთან შედარებით თბილისშია მოსალოდნელი.
კომერციული უძრავი ქონების სექტორში გაუმჯობესება მობილობის აღდგენასთან ერთადაა მოსალოდნელი, თუმცა ელექტრონული კომერციის ზრდა, უძრავი ქონების სექტორისათვის გრძელვადიანი რისკია. ამასთანავე, დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციურად მუშაობას ამჯობინებს, რაც საოფისე ფართებზე მომდევნო წლებშიც ნაკლებ მოთხოვნას განაპირობებს.
შეზღუდვების შედეგად, ყველაზე მეტად ციკლური სამომხმარებლო საქონლის სექტორი დაზარალდა. მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ავეჯისა და ელექტრონიკის გაყიდვებში. თუმცა, დიდი მოთხოვნისა და ეფექტური ელ-კომერციის ხარჯზე, ელექტრო საქონლის გაყიდვები შედარებით მდგრადი აღმოჩნდა. 2021 წელს ელექტრონიკის, ავეჯისა და სხვა საოჯახო ნივთების გაყიდვები კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდება. ტურიზმზე დამოკიდებულების გამო კი, ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვები შედარებით გვიან აღდგება.
თიბისი კაპიტალის ანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე — Tbccapital.ge
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები