NGO-ები: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასაუბრება ხარვეზებით წარიმართა
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს ეხმიანება და ამბობს, რომ მის ფარგლებში ჩატარებულმა გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები.
გარდა ამისა, კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, დადგენილი პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე, ჩაატარა კონკურსი.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კანდიდატების უმრავლესობის ცოდნა და მგრძნობელობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო არადამაკმაყოფილებლად დაბალი. ამასთან, გასაუბრებების შინაარსი და ფორმატი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათ რეალურ მიზანს კანდიდატების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება წარმოადგენდა.
არასამთავრობოები ასევე ამბობენ, რომ რიგ შემთხვევაში კანდიდატებს დაუსვეს არაეთიკური კითხვები, აგრეთვე პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა რამდენიმე კანდიდატთან გასაუბრება:
"მართალია ამ კონკრეტული გასაუბრების დროს მოხდა ინტერესთა კონფლიქტის აცილება საბჭოს კონკრეტული წევრების მიერ ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებების ხარჯზე, თუმცა ეს საკითხი კვლავ საჭიროებს სისტემურ გადაწყვეტას საკანონმდებლო დონეზე".
კოალიცია მიიჩნევს, რომ პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმის დაუსაბუთებელი დაყოვნება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესის უგულებელყოფა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაჩქარებულად წარმართვა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა ობიექტურად და დამსახურების პრინციპის დაცვით, პროფესიონალი მოსამართლეების შერჩევას, უარყოფითად აისახება სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებს.
არასამთავრობოები განმარტავენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე შემდეგი ხასიათის პრობლემები გამოიკვეთა:
- გასაუბრებები ჩატარდა დაჩქარებულად, ხარვეზიანი წესის პირობებში.
- გასაუბრება ჩატარდა საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევით.
- გასაუბრების შინაარსი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ის ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს.
- არათანაბარი გარემო კანდიდატებისათვის.
- შეკითხვების პრობლემური ფორმულირებები და შინაარსი.
- ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობელობის შემოწმების დაბალი სტანდარტი.
- ინტერესთა კონფლიქტი.
- გასაუბრებების ღიაობა.
ამ ეტაპისთვის დასრულებულია გასაუბრება ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები