იუსტიციის ახალი მინისტრი რატი ბრეგაძე იქნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი", — ასე წარადგინა ღარიბაშვილმა ბრეგაძე.

რატი ბრეგაძე ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. იქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა. ბრეგაძე მუშაობდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეც. ღარიბაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის ახალი მინისტრი 2012 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ამჟამად იგი კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

გოჩა ლორთქიფანიძეს იუსტიციის მინისტის თანამდებობაზე გუშინ ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა. 10 მარტს მან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის ფიცი დადო. იგი პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.