"რადიკალური ოპოზიცია, რაციონალური ხელისუფლება" — კრემლისტური ნარატივები გავრილოვისგან პოზნერის ვიზიტზე
რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პროპგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის პროტესზე თავის თეორიებს ავრელებს და საქართველოს ოპოზიციას თავს ესხმის. გავრილოვმა მომხდარი კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ოპოზიცია რადიკალებად წარმოეჩინა, აქცია კი "ქართული სტუმართმოყვარეობის" შერცვენად.
ამავდროულად ის კმაყოფილებას გამოხატავს პოზნერის ვიზიტის გამო და ფიქრობს, რომ ეს მოწმობს ქართული საზოგადოებისა და "რაციონალურად მოაზროვნე ხელისუფლების" სურვილს რუსეთთან ურთიერთობა აღადგინონ. მეტიც, ავრცელებს პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს "რადიკალური ოპოზიცია", რომელიც დასავლეთიდან იმართება ხელისუფლებას აშანტაჟებს პროვოკაციებით და ამით ურთიერთობას ძაბავს რუსეთთან.
რუსულ სახელმწიფო მედიასთან, TASS-თან საუბრისას ის ამტკიცებს, თითქოს ოპოზიციის ლიდერებმა პოზნერი სპეციალურად შეარჩიეს "პოლიტიკური დემარშისთვის", რადგან მას "რუსულ ინტელიგენციაში" პატივს სცემენ.
"ეს შემთხვევა სერიოზული პოლიტიკური დემარშია და მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან პოზნერი ფართოდ ცნობილი და პოპულარულია რუსულ ინტელიგენციაში. ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც ურტყამს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის სახეს. ეს სტუმართმოყვარეობა გულისხმობს სტუმრის უსაფრთხოებასაც. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული სროლაა "ორივე ფეხში" იმისთვის, რომ დასუსტდეს ხელისუფლება, ეკონომიკა. [...]
მაგრამ აგრესიული რადიკალური უმცირესობები, რომლებიც დასავლური წრეების ინსტრუმენტები არიან, აშანტაჟებენ ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობით იმ მიზნით, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები შეინარჩუნონ გახლეჩილ მდგომარეობაში", — აცხადებს ის.
მსგავს შეფასებებს ავრცელებდა გავრილოვი 20 ივნისის შემდეგაც. ბოლო ორი წელია ის უმეტესად ოპოზიციას აკრიტიკებს და ანტირუსულ ნარატივში ადანაშაულებს და ხელისუფლებას აქებს.
რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი
რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.
ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
პოზნერი სამ აპრილამდე დარჩენას გეგმავდა, თუმცა მისი ვიზიტი დროზე ადრე დასრულდა. დილით ადრე მან, თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.
გაიგეთ ვინ რა თქვა მომხდარზე:
- შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ავკრძალოთ თუ არა რუსეთის მოქალაქეების შემოშვება, მანამდე ვიმსჯელოთ, შემოვუშვათ თუ არა ჟიგიმანტასი — მდინარაძე
- ჩვენ რუსეთიდან ტურისტებს ველით და არა ჰიბრიდული ომის მონაწილეს, ან ჯარისკაცის ჩექმას — უგულავა
- სცადეს ქართული ოცნებისთვის მოეწყოთ გავრილოვი, ოღონდ კონტექსტის გარეშე — ხვიჩია
- პროტესტით ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ — ღარიბაშვილი პოზნერზე
- კრემლი პოზნერის წინააღმდეგ აქციაზე ღარიბაშვილის შეფასებას მიესალმება
- პოზნერის შემოშვება პოლიტიკურად არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან — კანდელაკი
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები