მეუფე სტეფანეს განცხადებები მკვეთრად ქალთმოძულე შინაარსს შეიცავს — სოც. სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) შეფასებით, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მონაზონი სოსანას მიმართ გაკეთებული როგორც განცხადებები, ასევე, გადაწყვეტილებები მკვეთრად ქალთმოძულე შინაარსს შეიცავს, ეკლესიაში მონაზვნებისთვის დაუცველ გარემოს ქმნის და განსხვავებული მოსაზრების გამო სასულიერო პირების შევიწროების სავარაუდო პრაქტიკას ასახავს.
"მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებები გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპარქიის წევრების დევნის და დასჯის ნიშნებს ატარებს, ის მონაზვნების მიმართ ეკლესიაში უსამართლო, დამამცირებელ და ქალთმოძულე დამოკიდებულებას ავლენს. ის სხვა მონაზვნებშიც დაუცველობის განცდას ქმნის და ხელს უწყობს ქალების უხეში დაქვემდებარების და იერარქიზების ნორმალიზებას.
უფრო მეტიც, მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გამოვლენილი ქალთმოძულეობა საზოგადოებაში ამგვარი განწყობების წახალისებას მოახდენს. მით უფრო, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ გამოირჩევა ქალთა უფლებების და თანასწორობის დაცვის მიდგომებით და მხარდაჭერით. პირიქით, საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქებისგან, ჩვენს საზოგადოებას არა ერთხელ მოუსმენია განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო ქალთა მიმართ ძალადობის, მათი ავტონომიის შეზღუდვის და დაქვემდებარების ნორმალიზებისკენ", — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ისინი სინოდსა და საპატრიარქოს მოუწოდებენ:
- მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებებსა და ღიად ქალთმოძულე და დამამცირებელ განცხადებებს საეკლესიო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს;
- სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიაში მის მოღვაწეობის შესაბამისობაზე საეკლესიო წესებთან დაკავშირებითიმსჯელოს;
- საპატრიარქოს შიგნით მონაზვნებისა და სხვა ქალი ღვთისმსახურების სოციალური და შიდა სამართლებრივი დაცვის პოლიტიკა და სამსახურები შეიქმნას, რომელიც მათ შევიწროებისა და დაუცველობის შემთხვევებზე მიმართვისა და უფლებებისა და ინტერესების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს შეუქმნის.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის (მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს):
- დედა სოსანასა და მორჩილი ნინოს მიმართ მიმდინარე მოვლენებს მონიტორინგი გაუწიოს და საჭიროების შემთხვევაში, მათ სოციალური დაცვისა და სათანადო საცხოვრისის გარანტიები შეუქმნას.
მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა.
მონაზონი დედა სოსანა და მასთან ერთად მყოფი 68 წლის მორჩილი წუხელ ღამის სამის ნახევრამდე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის გარე ტერიტორიაზე იმყოფოდნენ. როგორც დედა სოსანამ On.ge-ს უთხრა, მონასტრის ტერიტორიის დატოვება მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებით მათ სამართალდამცავებმა მოსთხოვეს.
30 მარტს ვიდეო გავრცელდა, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის მონაზონ დედა სოსანას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. ვიდეოში ეპარქიის ხელმძღვანელი მას ეუბნება: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი", "დააყენე ერთი წუთით".
"იმ გაფუჭებულმა დედაკაცმა რაც თქვა ჩემს ძმებზე ეპისკოპოსებზე, მე გავეცი პასუხი. შენ რატომ უნდა დაგიმტკიცო, ვინა ხარ რომ დაგიმტკიცო. შენ გაინტერესებს არ ნიშნავს, რომ მე შენ უნდა გიმტკიცო. შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა...
...რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა...", — ეუბნება მეუფე სტეფანე დედა სოსანას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები