რა უნდა ვიცოდეთ გაცვლითი პროგრამების შესახებ
უმაღლეს სასწავლებელში სწავლების პერიოდი იმითიც არის მიმზიდველი და საინტერესო, რომ უმეტესობა ჩვენგანს სწორედ ამ დროს ეძლევა რეალური შანსი, წავიდეს საზღვარგარეთ; იცხოვროს, ისწავლოს და გახდეს რეალურად დამოუკიდებელი; გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ და უცხო გარემოში და საქართველოში დაბრუნებულმა თან ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები ჩამოიტანოს.
ამ შანსს ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი გვაძლევს. გაცვლითი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, როგორც წესი, უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაშია ხოლმე გამოტანილი.
უცხოური უნივერსიტეტების ჩამონათვალთან ერთად ამ გვერდზე აუცილებლად შეხვდები იმ აუცილებელი დოკუმენტების სრულ სიას, რაც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს.
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა უნდა იცოდე, ზოგადად, გაცვლითი პროგრამების შესახებ.
1. მოწესრიგებული დოკუმენტაცია
როგორც წესი, გაცვლითი პროგრამებისთვის საბუთების მიღება წელიწადში ორჯერ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ხდება; აპლიკაციების გადარჩევა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ერთ თვემდე მიმდინარეობს, ხოლო დაზუსტებულ პასუხს აპლიკანტი სწავლის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე იღებს ზაფხულში.
ძირითადი დოკუმენტების სია, რომელსაც ყველა უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს, ასე გამოიყურება:
- ცნობა სტუდენტობის შესახებ;
- ნიშნების ფურცელი;
- ·ენის დამადასტურებელი ცნობა (როგორც წესი, ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში ეს ან TOEFL ან IELTS არის ხოლმე). ამგვარი ცნობის არქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი ატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას/ტესტირებას აპლიკანტის ენის ცოდნის დონის განსასაზღვრად.
- CV Europass-ის ფორმატში (იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში შეგაქვთ განაცხადი);
- სამოტივაციო წერილი.
აპლიკანტები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევიან: ინგლისური ენის ცოდნის დონე, აკადემიური მოსწრება და GPA; სტუდენტობის პერიოდში უმაღლეს სასწავლებლის გარე აქტივობები (ტრენინგები, კურსები, მოხალისეობა და ა.შ.) და მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას კომისიაზე დიდ გავლენას ახდენს.
2. ფინანსების მართვა
თუკი გაცვლითი პროგრამის შერჩევის ეტაპები წარმატებით გაიარე, შემდეგი გამოწვევის დრო დგება: კარგად გაარკვიე, რას და რამდენით აფინანსებს გაცვლითი პროგრამა და როდის რიცხავს ის თანხას. ასევე, პასუხის ლოდინის პერიოდში მოძებნე საცხოვრებლის ფასები უმაღლეს სასწავლებელთან რაც შეიძლება ახლოს.
სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე საცხოვრებლის მოძებნა დისტანციურად ფანტასტიკის სფეროა, ამიტომაც დაიწყე შერჩევა რამდენიმე თვით ადრე, რათა ყველა ვარიანტი განხილული გქონდეს. საცხოვრებლის უმაღლეს სასწავლებელთან სიახლოვე კატეგორიულად მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ არ დაგეხარჯოს ზედმეტი თანხა და დრო საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
3. დამოუკიდებლად ცხოვრების ლოჯისტიკა
შეგიძლია თუ არა მარტო ცხოვრება? აქ არ არის საუბარი ერთ ან ორ დღეზე და შემწვარი კვერცხით ან სოსისით თავის გატანაზე. რამდენად შეძლებ თუნდაც საყიდლების ორგანიზებას ისე, რომ მთელ 1 ან 2 კვირაზე გადაანაწილო პროდუქტები? შეგიძლია თუ არა უმარტივესი კერძის მომზადება? სარეცხი მანქანის ჩართვა? გაფუჭებული ონკანის შეკეთება?
გაცვლითი პროგრამა ერთი მხრივ, არაჩვეულებრივ შანსს გვთავაზობს, გავატაროთ დაუვიწყარი დღეები, თუმცა ამ დაუვიწყარ დღეებს თავისი ფასი აქვს: ამ პერიოდში იმდენი ვალდებულება გემატება, ძალაუნებურად, ხვდები, რამდენი პრობლემა არ გქონია, სანამ მშობლებთან ცხოვრობდი.
საერთო ჯამში, გაცვლითი პროგრამებიც სტუდენტური თავგადასავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც აუცილებლად უნდა გამოსცადო და შენი სტუდენტობაც 100%-ით სრულყოფილად აქციო.
ამაში აუცილებლად დაგეხმარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს უამრავ გაცვლით პროგრამას სთავაზობს ევროპის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. შემოხაზე 115, ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით:
აირჩიე 115 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად და მიიღე 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში+ ლეპტოპი;
100% ან 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტს - CIU გრანტი + ლეპტოპი + 100 ლარიანი სტიპენდია პირველ სემესტრში;
მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღე 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში ან ლეპტოპი;
მეორე სემესტრიდან წინა სემესტრის შედეგების მიხედვით მოიპოვე 100%-იანი, 50% -იანი ან 20%-იანი სტიპენდია (სემესტრული საფასურის ოდენობით).
გაიგე უფრო მეტი CIU-ს გაცვლითი პროგრამების შესახებ ვებვერდზე.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები