შვედი დიპლომატი და თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერების მოთხოვნაზე ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას არ უნდა ელოდონ.

"პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, ქართველი ლიდერები ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას არ უნდა ელოდონ. ევროპარლამენტი განსაკუთრებით ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს", — წერს კარლ ბილდტი ტვიტერზე.

პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, ევროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე მწუხარებას გამოთქვამენ და ამ შედეგში პასუხისმგებლობას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრებენ.