ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქციის დროს 11 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრვალესობის სხდომები მიმდინერობს. ადგილზე შეცვალეს აქტივისტები არიან მისულნი, რომლებიც რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. მათ მავთულხლართები ჰქონდათ მიტანილი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე მიმავალმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟესტიკულაციით შეურაცხყოფა მიაყენა.

ამჟამად ადგილზე ათეულობიტ პოლიციელია მობილიზებული.