როგორ მიმდინარეობს დეპრესია ბავშვებში და სად ვუშვებთ შეცდომებს — ინტერვიუ ფსიქოლოგთან
მოზარდობა განვითარების ყველაზე სწრაფად ცვალებადი, კომპლექსური, შესაბამისად მრავალი გამოწვევით სავსე პერიოდია. ხასიათის ცვლილება და გარემოს მიმართ მომატებული მგრძნობელობა შესაძლოა მენტალური პრობლემების სათავეც გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარემოცვა მის გაგებას ან მისთვის პირადი სივრცის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს.
კონფლიქტური, დაძაბული ყოველდღიურობა, ბულინგი, ბავშვის აზრის ნაკლებად გათვალისწინება ჯანსაღ განვითარებას ხელს უშლის. თანაც გაუარესებული მენტალური ჯანმრთელობა ხშირად გარდატეხის ასაკის ბრალი ჰგონიათ და მის მიმართ ნაკლებ ყურადღებას იჩენენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.
დეპრესია ის კლინიკური დიაგნოზია, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებშიც შეიძლება გამოვლინდეს, მოზარდებში და ზრდასრულებში კი თანაბრად იჩენს თავს, თუმცა ადრეულ ასაკში მისი დიაგნოსტირება უფრო რთულია. ბავშვებში მიმდინარე დეპრესიის, მისი ნიშნებისა და დიაგნოზის მართვაში გარემოს როლზე კლინიკურ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტ ირმა კვაჭაძეს ვესაუბრეთ.
ნიშნები, რომლითაც დეპრესია ვლინდება
ირმა კვაჭაძის თქმით, მოზარდები და ბავშვები ნაკლებად ახერხებენ გასაჭირის სიტყვებით გადმოცემას, შესაბამისად უფროსები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ.
"მოზარდობაში ბავშვი გადის ერთ-ერთ მთავარ ცხოვრებისეულ ამოცანას: მშობელთან სეპარაციის ეტაპს, რომელიც შესაძლოა წარიმართოს ბუნტის (ემოციური აფექტების) ან პირიქით, ემოციური სენსიტიურობის ფონზე, შესაბამისად, მოწყვლად ასაკადაც, რა თქმა უნდა თინეიჯერები ითვლებიან, თუმცა ადრეულ ასაკშიც შესაძლოა გვქონდეს სიმპტომატიკა (3-5 წლის ასაკში). სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თინეიჯერებში მიმდინარე დეპრესიის სიმპტომატიკა ასაკობრივ, ემოციურ დიასბალანსად ითვლება ხოლმე, ხშირად — შეცდომით. ამასთან, მოზარდებსა და ბავშვებს ნაკლებად შეუძლით საკუთარი მდგომარეობის ვერბალიზება, საუბარი და ახსნა. სწორედ ამიტომ ბავშვების გარემოცვაში მყოფ ზრდასრულებს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მდგომარეობის დაფიქსირებაში", — აღნიშნავს ირმა კვაჭაძე და დიაგნოზის პირველად ნიშნებზეც ამახვილებს ყურადღებას — "რაც შეეხება ნიშნებს, პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოზარდის ქცევაზე, ქცევის ცვლილებასა და ჩვეულ რიტუალებზე უარის თქმაზე. უფრო პატარა ასაკში კი დეპრესია ვლინდება საერთო კუნთოვანი სისუსტით, უენერგიობითა და ხშირი ავადობით. ასევე, შესაძლებელია ბავშვსა და მოზარდს ჰქონდეს:
- არარაციონალური შიში;
- უსუსურობის განცდა;
- ძილის დარღვევა;
- ემოციური ცვლილებები;
- მადის დაქვეითება;
- მოწყენა, სევდა;
- მუდმივი დაღლილობის განცდა;
- დაბალი თვითშეფასება;
- განმარტოების სურვილი;
- ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
- აგრესიული ქცევა;
- საყვარელ თამაშზე უარის თქმა;
- გაღიზიანებადობა, დაუჯერებლობა."
მშობლის როლი
ირმა კვაჭაძე მშობლებს ბავშვის მდგომარეობის უკეთ გაგებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ მოზარდმა უნდა იგრძნოს მშობლის გვერდში დგომა და უპირობო სიყვარული.
"მშობელმა ბავშვს უნდა აუხსნას, რომ ესმის მისი მდგომარეობის, რომ ხედავს, თუ რამდენად რთულია მისთვის გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ასევე ხაზი უნდა გაუსვას მისი მხრიდან უპირობო მიმღებლობასა და სიყვარულს. ასევე, ფსიქიკური ჰიგიენა, ფსიქოთერაპიის კულტურა დადებითი კუთხით უნდა წარმოაჩინოს და ფსიქოგანათლების დონის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი, რათა, თუ საჭირო გახდება, ვიზიტისთვის მზად იყოს" — გვეუბნება კვაჭაძე და იმასაც ამატებს, რომ მდგომარეობის კონტროლის ერთ-ერთი მთავარი ხერხიც საუბარია — "მდგომარეობის კონტროლი შესაძლებელია მუდმივი საუბრით, ნდობით, კომუნიკაციის გაძლიერებით იმ პირებთან, ვისთანაც მოზარდს უწევს ურთიერთობა, სკოლასა თუ სხვადასხვა წრეზე სიარულისას".
გარემო, როგორც დამხმარე და ხელისშემშლელი ფაქტორი
კლინიკური ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს დიაგნოზის გამამწვავებელ ფაქტორებზე და აღნიშნავს, რომ ხშირად ძალადობისა და ბულინგის შემთხვევები სიტუაციას აუარესებს.
"დეპრესიის სიმპტომატიკა შესაძლოა მიზეზის (ტრიგერის) გარეშე გამოვლინდეს, თუმცა არსებობს მდგომარეობის გამამწვავებელი ფაქტორები, მაგალითად: მოვლენები, რომლებსაც თინეიჯერი არ და ვერ აჟღერებს. ასეთი შეიძლება იყოს ჩაგვრის ინციდენტი სხვადასხვა სოციუმში, უფროსებისგან ან თანატოლებისგან მომდინარე ფიზიკური ან ემოციური ძალადობა, მოვლენები, რომლების დროსაც ბავშვს/ მოზარდს არ აქვს შეგრძნება, რომ მას გაუგებენ ან არ დასჯიან, მშობლების მხრიდან უყურადღებობა, მათი ზედმეტი დაკავებულობა, თანაკლასელთაგან უგულებელყოფა/გარიყვა და ა.შ. ასევე ზედმეტი მოთხოვნები, რომლებსაც მშობელი ან საზოგადოება უყენებს მოზარდს. თუ ბავშვი ჩაიკეტა საკუთარ თავში, ძალიან გაღიზიანებულია, აქვს ემოციური ცვლილებები, უარს აცხადებს სოციუმში გამოვლენაზე, იმალება და ცდილობს არავისთან იკონტაქტოს მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს", — გვიხსნის ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, ჯანსაღ გარემოს დამხმარე, განმკურნავი ეფექტიც აქვს. ის უდიდეს როლს თამაშობს ქცევის ფორმულირებაში და სანდო ადამიანებიც დადებითად მოქმედებენ.
"გარემოში სრულფასოვანი ადაპტაცია ხშირად პანაცეის ფუნქციასაც ასრულებს და სწორედ მისი სიჯანსაღით, მასზე დაყრდნობით ხდება ხოლმე შინაგანი საყრდენის პოვნა. მოზარდებს აქვთ ჩვევა, მიეკედლონ "მნიშვნელოვან ზრდასრულს" ხშირად ასეთი ფიგურაა მასწავლებელი, ტრენერი ან ასე შემდეგ. ამიტომ ბავშვის გარემოცვაში მყოფი ზრდასრულების ჩართულობას ხშრად მოაქვს სასარგებლო შედეგი", — ამბობს ირმა კვაჭაძე.
ირმა კვაჭაძის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის თუ:
- მოზარდს ყავს მეგობრები, ვისთანაც შეუძლია საკუთარ მოწყენაზე, შფოთვაზე და განცდებზე საუბარი;
- თუ მოზარს, მიუხედავად ასაკობრივი სირულისა, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვს მშობელთან;
- თუ მოზარდი უფრო ხშირად ისმენს გამამხნევებელ, თანადგომით განმსჭვალულ ფრაზებს და არა კრიტიკას და გაუფასურებას.
ირმა კვაჭაძე საუბრის დასასრულს აღნიშნავს, რომ გავრცელებულია შეცდომა, როდესაც მოზარდებისას ჩადენილი სუიციდის სათავეს სოციალურ ქსელებში ან ქსელურ თამაშებში ეძებენ, რაც არასწორია. "უნდა გვახსოვდეს რომ ამის წინაპირობა ხშირად უიმედობა, მარტოობა, ემოციური მდგომარეობის გაზიარების სირთულეები, ცხოვრებისეული ჩიხის განცდა, განკიცხვის შიში და სიტუაციიდან გამოუვალობის შეგრძნებაა, რომელშიც ვარდება მოზარდი მაშინ, როდესაც არ ჰყავს მეგობრები ან მნიშვნელოვანი უფროსი", — ამბობს ის.
გახსოვდეთ, დეპრესია კლინიკური დიაგნოზია და მისი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია კლინიცისტი სპეციალისტის ჩართულობა.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები