საქართველოში ჩინური ვაქციის, სინოფარმის 100 000 დოზა ჩამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგლის განცხადებით, მისი გამოყენება, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის დაიწყება, აპრილის შუა რიცხვებში კი ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ელოდებიან.

"მას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული სინოფარმის ვაქცინით. კვლევები, რომლებიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს და ჩვენი მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის", — ამბობს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლიდან უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც "ჩვენი სამართლებრივ ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში".

რაც შეეხება სინოფარმის შენახვას, მას არ გაბუნიას ინფორმაციით, მას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები და ინახება 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც არის რუტინული რეჟიმი იმუნიზაციის პროგრამისთვის.

"ვაქცინაცია, აპრილის მეორე ნახევრიდან, ვფიქრობთ, უკვე იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელც დღეის მდგომარეობით ჩართულია პროგრამაში და ეს ვაქცინაც ასევე შეუართდება ჩვენი იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სხვა ვაქცინების სიას, რაც მოგვცემს ვაქცინაციის გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის საშუალებას", — თქვა გაბუნიამ.