რიონის ხეობაში დაპირისპირება იყო, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა
რიონის ხეობაში დაპირისპირება იყო, რომელიც ტექნიკიას ამუშავებას მოჰყვა. აქტივისტები ამბობენ, რომ ენკამ სამუშაოები განაახლა, კომპანიის განცხადებით კი, ეს წინამოსამზადებელი სამუშაოებია.
ტერიტორიაზე იმყოფებოდა ენკას ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძეც. როგორც შსს-ში On.ge-ს უთხრეს, დაპირისპირებისას დააკავეს ორი ადამიანი და სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ლომინაძე დღეს აქტივისტებს შეხვდა, თუმცა პოლიციის თანხლებით, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია და შეკრებილები ამბობენ, რომ ეს მუქარად აღიქვეს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების პოზიციაა, რომ მათი კითხვების ადრესატი ხელისუფლებაა და არა კომპანია, ამიტომ ისინი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
"დირექტორი არ არის ადრესატი იმ კითხვების, რაც ჩვენ გვაქვს. ამ კითხვებს ვსვამთ ხელისუფლების მისამართით. ამ საკითხს ვეღარ წყვეტს ნათია თურნავა, რომელიც გაიპარა შეხვედრიდან. მაშინ უნდა მოსულიყო უკვე მისი ზემდგომი, ანუ ბატონი ირაკლი, პრემიერმინისტრი, რომელიც ალბათ არის იმაზე მეტად გადაწყვეტილების მიმღები, ვიდრე ქალბატონი ნათია. ყოველ შემთხვევაში, ბატონი მერაბი ნამდვილად არ არის ეს პერსონა", — თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
მერაბ ლომინაძის თქმით კი, "არც მუქარაზე და არც სხვა რამეზე არ არის საუბარი". ენკას ახალი დირექტორის განცხადებით, კომპანია განაგრძობს წინამოსამზადებელ სამუშაოებს. ამასთან, დღეს მან ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული და ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები, იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო პოლიცია, რამაც აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.
უწყება მოუწოდა მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.
ასევე, შსს-მ დაადასტურა დღეს დილიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება. უწყება ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოებაა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლებზე მიუთითებს.
გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. აქტივისტები კი აცხადებენ, რომ პირიქით, ამ ტექნიკის მიზანი სიგნალის ჩახშობაა.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები