წიხლს მირტყამდნენ, მაქვს დაზიანებები — აქტივისტი ბათუმიდან, რომელიც პოლიციამ დააკავა
ბათუმში გირჩის აქტივისტი, ირაკლი კუკანია On.ge-სთან ამბობს, რომ პოლიციელებმა მას წიხლი დაარტყეს. ის დაკავებულიც იყო, თუმცა განყოფილებიდან ხელწერილით გამოუშვეს. კუკანია სირცხვილიას ოფისში პოლიციის შეჭრის შესახებ გვიყვება:
"ხულიგნურად, ბანდიტებივით დაიწყეს შემოჭრა. ისე აღმოჩნდა, რომ კარებში ვიყავი მე, ვეუბნებოდი, მანახეთ დოკუმენტი-მეთქი, არ ვუშვებდი შიგნით. დაიწყეს მოწოლა პოლიციელებმა, ჩამავლეს ხელი, ტანსაცმელი შემომახიეს, ტელეფონიც დამიზიანეს და დაიწყეს ჩემი დაკავება. ამ დროს წავიქეცი, ფეხი მომხვდა თავში და ხელებზე. რაღაცას ჩავებღაუჭე, რომ არ დავეკავებინე. ხელი რომ გამეშვა, წიხლს მირტყამდნენ. მაქვს დაზიანებები, რომლებიც ვიზუალურადაც ჩანს. ძირს ხოხიალის მერე დამანებეს თავი, მომეშველნენ მეგობრები. დაახლოებით 5 წუთის მერე, როცა ფეხზე წამოვდექი, ისევ მოგვივიდა პოლიციასთან შელაპარაკება, ვუთხარი, რომ მათი ნდობა არ მქონდა. ჩამავლეს ხელი და წამიყვანეს მანქანისკენ. არ ვჯდებოდი მანქანაში, იქაც მომხვდა რამდენიმე წიხლი და ჩამსვეს, წამიყვანეს განყოფილებაში. უნდოდათ დროებითი დაკავების იზოლატორში გადავეყვანე, პოლიციელმა დარეკა თავის ზემდგომთან და მერე მითხრეს, რომ არ გამომიშვებდნენ. მე ვარაუდი მაქვს, რომ რადგან ეს დაზიანებები მეტყობოდა, მაგიტომ გამომიშვეს ხელწერილით", — ამბობს ის.
კუკანია აღნიშნავს, რომ დასჭირდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც, რის შემდეგაც ექიმებმა დამამშვიდებელი მისცეს და დაბრუნდა სირცხვილიას ოფისში.
სირცხვილიას აქტივისტები, რომლებიც ბათუმის რეგიონული ოფისიდან პოლიციამ გამოიყვანა, შენობაში უკვე დაბრუნდნენ. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენა და ოფისში შევიდა ისე, რომ არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რის საფუძველზე აკეთებდა ამას.
"გვითხრეს, რომ ეს არის ბარი და ამის საფუძველზე აპირებდნენ აქ შემოსვლას. შემოიჭრნენ, ჩამოხიეს პოსტერები, გაიყვანეს ოფისში მყოფი ადამიანები და ახლა ისევ მოგვიწოდებენ, დავბრუნდეთ შიგნით", — აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
"გვცემდნენ, გვათრევდნენ, ხელი მაქვს ნაღრძობი, გაგვიტეხეს კარები, თმებით გვათრიეს, ისე ჩამოგვიყვანეს. ლეკვი ეჭირა ერთ ადამიანს და ლეკვიანად სცემეს, ისე ჩატენეს მანქანაში", — ამბობს კიდევ ერთი ადამიანი.
აქტივისტების ინფორმაციით, ამ დრომდე დაკავებულია დაახლოებით 4-5 ადამიანი, შსს-სთან ამის დაზუსტებას On.ge კვლავ ცდილობს.
პოლიციელების ნაწილმა სირცხვილიას ოფისის მიმდებარე უკვე ტერიტორია დატოვა, ნაწილი კი კვლავ იქ რჩება.
ბათუმში, სირცხვილიას რეგიონულ ოფისთან პოლიცია დაახლოებით 00:00 საათისთვის გამოჩნდა. შეკრებილები კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. მოძრაობის ინფორმაციით, აჭარის პოლიცია მათ ოფისში შეიჭრა.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
კომენტარები