პოლიციამ ნამახვანში აქტივისტები კარვებთან არ შეუშვა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა
წუხელ, 4 აპრილის ღამეს, პოლიციამ აქტივისტები კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. მანამდე, მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მათ სოფელში, კარვებთან არ უშვებდნენ. ამიტომ აქტივისტები სოფელ გუმათში, მანქანაში იმყოფებოდნენ. ინფორმაცია დაჯარიმების შესახებ მთის ამბებმა გაავრცელა.
"ოქმების შედგენა მოხდა კანონდარღვევით, ჩვენ არ დაგვირღვევია კომენდანტის საათი, მით უმეტეს, ძალიან მკაფიოდ და გარკვევით გვქონდა შეთანხმებული, რომ ჩვენი დღევანდელი თავშეყრა გუმათთან არ ესახურებოდა გუმათთან თავშეყრას და საბოლოო ლოკაცია, სადაც მივდიოდით, იყო ნამოხვანის კარვები. პოლიციამ იცოდა, რომ მივდიოდით იქ ღამის გასათევად, შეგვაჩერა გუმათთან, ვერ მოგვცეს ვეანაირი საბუთი, რაც მათ აძლევდა კანონიერ სფუძველს ჩვენი შეჩერებისთვის", — ამბობს აქტივისტი მირზა ნოზაძე მთის ამბებთან.
მისივე ინფორმაციით, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 000 ლარით 12 ადამიანი დააჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ განუმარტეს, არ ჰქონდათ წასასვლელი, გარდა ნამოხვანის კარვებისა, სადაც ისევ პოლიციელები არ უშვებდნენ.
ნოზაძე ამბობს, რომ ოქმებს იურისტები გაასაჩივრებენ და სასამართლოს აუცილებლად მოიგებენ.
"მათ ჰქონდათ მიზნად, რომ ოქმები შეედგინათ ჩვენთვის და ამით დაესაჯათ ჩვენი აქ შეკრება", — აღნიშნავს ის.
კიდევ ერთი ადამიანი, პაატა ბენიძე ყვება, რომ დაჯარიმებამდე ისინი მანქანაში ისხდნენ და პოლიციამ ძალის გამოყენებით გადმოიყვანა.
"აბრახუნებდნენ მინაზე, ყვიროდნენ, ძალით გაგვიღეს კარები, სათითაოდ გადმოდით ყველა, სათითაოდ ჯარიმები უნდა დაგიწეროთო. გადმოვედით და აგერ მაქვს ჯარიმა", — ამბობს ის.
დღეს, 12:00 საათზე რიონის ხეობაში აქცია გაიმართება, რომლის მოთხოვნა კარვებთან აქტივისტების შეშვებაა. ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია. გუშინ, სამ აპრილს ხეობაში ტექნიკის ამუშავებას დაპირისპირება მოჰყვა და პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. აქტივისტები ამბობენ, რომ ენკამ სამუშაოები განაახლა, კომპანიის განცხადებით კი, ეს წინამოსამზადებელი სამუშაოებია.
პოლიციას სოფელში შესასვლელი მთელი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდა და მოქალაქეებს ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებთან არ უშვებდა. ამასთან, ადგილზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ შსს სიგნალს ახშობს, რის გამოც კომუნიკაცია შეუძლებელია. თუმცა შსს ამტკიცებს, რომ ადგილზე მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები