გაიგე, რა არის ტყუილი და #შეაჩერეგავრცელება — ამაში ჩატ ბოტი FactChat დაგეხმარება
დეზინფორმაცია ვირუსივით ვრცელდება. ხოლო როცა ყალბი ამბავი კოვიდვაქცინას ეხება, ვრცელდება ვირუსიც. საქართველოს რეფორმების ასოციაციას თავისი ინოვაციური პროექტით, Factcheck.ge-ით, სურს, წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის დაძლევაში.
Factcheck.ge-მ დაიწყო კამპანია #შეაჩერეგავრცელება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ჩატ ბოტი, FactChat. ბოტის მიზანია, მარტივად მიაწოდოს მომხმარებელს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავადაც ასწავლოს, როგორ ამოიცნოს პროპაგანდა თუ ყალბი ამბავი. FactChat დაგეხმარება, გაიგო, რა არის ტყუილი და შეაჩერო გავრცელება.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება ბოტში კორონავირუსისა და კოვიდვაქცინის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეთმობა. აქ ერთად არის თავმოყრილი ყველა სასარგებლო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ; ასევე ბოტი გაფრთხილებს, რას არ უნდა დაუჯერო ამ თემაზე — გთავაზობს ყველაზე გავრცელებულ მითებს კოვიდვაქცინაზე მათ გამაბათილებელ არგუმენტებთან ერთად.
FactChat საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს — სახალისო ფორმატით, სხვადასხვა აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით აცნობს მომხმარებლებს აქტუალურ პროპაგანდისტულ ნარატივებსა და იმ ტექნიკებს, რომლებსაც ცუდი აქტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ და ასწავლის მათ, როგორ არ მოტყუვდნენ.
"თუკი მუდმივად ხდება მოსახლეობის ობიექტური ინფორმირება, ეს ზრდის იმუნიტეტს დეზინფორმაციის მიმართ. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ამ თემაზე, რათა ქართული საზოგადოება გახდეს უფრო იმუნური და შეცდომაში არ შეიყვანოს იმ პროპაგანდისტულმა გზავნილებმა, რომლებსაც ასე აქტიურად ავრცელებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
იმისათვის, რომ მუდმივად ობიექტურად იყო ინფორმირებული, ბოტში სპეციალური სექცია, კვირის აქტუალური ყალბი ამბებია ჩაინტეგრირებული, რისი საშუალებითაც, მომხმარებელს მარტივად აქვს წვდომა აქტუალურ გადამოწმებულ სიახლეებზე, მათ შორის კორონავირუსის ირგვლივ გავრცელებულ მოვლენებზე.
Factcheck.ge-ის გუნდი ეძებს და ამოწმებს სოციალურ ქსელებში (Facebook & Instagram) გავრცელებულ ყალბ ამბებს და გამოაქვს შესაბამისი ვერდიქტები. ამ აქტუალური ყალბი ამბების ნახვაც აქვე, ბოტშია შესაძლებელი.
ამასთან, Factcheck.ge Fact-Checker-თა საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network - IFCN) წევრი და Facebook-ის პარტნიორია. ყალბ ამბად მონიშნულ პოსტს Facebook უზღუდავს გავრცელებას, იმ გვერდებს კი, რომლებიც განმეორებით არღვევენ Facebook-ის წესებს და ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გარკვეული პერიოდით გავრცელება და რეკლამირების შესაძლებლობა ეზღუდება.
FactChat-ის საშუალებით შენ თავადაც შეგიძლია შეაჩერო გავრცელება. თუ არ ხარ დარწმუნებული, რამდენად სანდოა ის პოსტი, რასაც კითხულობ, შეგიძლია ბმული ბოტს გაუგზავნო. Factcheck.ge-ის გუნდი შეამოწმებს ბმულს და FactChat-იც მალევე ვერდიქტით დაგიბრუნდება.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები