უკრაინის ინფორმაციით, 4 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში მათ პოზიციებს ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Unian ავრცელებს.

არელში, სადაც ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი "ჩრდილოეთია", დასახლებულ პუნქტთან ახლოს რუსებმა უკრაინული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნიდან და მცირე ზომის იარაღიდან. როგორც გამოცემა წერს, 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების განლაგება შეინიშნება. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რაც ქვეყნის უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის. ბაიდენმა უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს უცვლელი მხარდაჭერა ყირიმსა და დონბასში განგრძობადი რუსული აგრესიის წინაშე", — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.