როგორ გავხსნათ ღვინის ბოთლი გასახსნელის გარეშე? 10 უნიკალური მეთოდი
ხშირადაა შემთხვევა, როცა კორპსაძრობი, იგივე შტოპორი, ხელთ შეიძლება არ გქონდეთ. მაგალითად, ახალ სახლში გადასვლისას ძველში დაგრჩათ, ან ყიდვა დაგავიწყდათ, ან მეზობელს ათხოვეთ და დაბრუნება დაავიწყდა, ან ქალაქგარეთ წახვედით და დაგრჩათ... ბოთლში გამომწყვდეულმა ღვინომ ბევრი რომანტიკული (ან, პერსპექტიული) საღამო შეიძლება გაგიფუჭოთ.
რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს? როგორ უნდა გახსნათ ღვინის ბოთლი? ჩვენ შევკრიბეთ 10 საუკეთესო და ადვილი მეთოდი, რომელიც ღვინის ბოთლის უსაფრთხოდ გახსნაში დაგეხმარებათ.
1. ხრახნის მეთოდი
აიღეთ ხრახნიანი სარჭი, ჩახრახნეთ, ჩაეჭიდეთ და ამოაძრეთ. თუ გიფზე ნაჩვენები ნივთი არ მოგეპოვებათ, სინჯეთ უბრალო ხრახნით ("ვინტით"), ოღონდ მის ამოსაძრობად ბრტყელტუჩა (მტრის ენაზე - "პლოცკო") დაგჭირდებათ.
2. ნინძას მეთოდი
თუ არ გაქვთ შტოპორი, მაშინ აიღეთ თქვენი კატანა, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველა ქართულ ოჯახში ინახება, გაიხსენეთ თქვენი სენსეის შთამაგონებელი გამონათქვამები, ნასწავლი ილეთები, დაიწყეთ მედიტაცია, ძენში გადასასვლელად ხმადაბლა იზმუვლეთ და, როცა მზად იქნებით, შემოჰკარით ხმალი ბოთლის ყელს!
3. დერვიშის მეთოდი
საცობის ამოყვანის ეს ძველინდური მეთოდი ერთ-ერთი საუკეთესო და აპრობირებულია. აიღეთ სტვირი, დუდუკი, ან სალამური (თუ არც ერთი არ გაქვთ, ქუჩაში იპოვეთ ჯოხი და გამოთალეთ), დადეთ ბოთლი ოთახის ცენტრში, დაჯექით მის წინ ლოტოსის პოზაში და დაიწყეთ დაკვრა. ლოგიკურად, თუ ამ გზით ინდოელ დერვიშებს კალათიდან კობრები ამოჰყავთ და აცეკვებენ, ღვინის კორპიც აუცილებლად ამოვა (ცეკვაზე გარანტიას ვერ მოგცემთ).
4. თასმის მეთოდი
გახვრიტეთ საცობი, ჩატენეთ მასში გაკვანძული თოკი ან თასმა, ჩასჭირდეთ ხელი და გამოქაჩეთ. თუ თოკი არ გაქვთ, მაშინ მიდით ღორთან, რომელიც მოგცემთ ჯაგარს, რომელსაც დაწნით და ასე მოაგვარებთ პრობლემას.
5. შრედინგერის მეთოდი
მოათავსეთ ღვინის ბოთლი ყუთში და დაუმატეთ კატა. დახურეთ ყუთი და ისიამოვნეთ დარჩენილი საღამოთი. რამდენადაც თქვენ იცით, ამ მომენტში, კატამ ღვინის ბოთლი თან გახსნა და თან — არ გახსნა. ამიტომ, ნუ ჩახედავთ, აირჩიეთ გახსნილი ბოთლის ვერსია და დატკბით. მართალია, ღვინოს ვერ დალევთ, მაგრამ ბოთლი გახსნილია. ან, არ არის.
6. ბაბულიკური მეთოდი
ამ მეთოდს, შეიძლება, მოლაშქრის ან ზომბი აპოკალიფსის დროს ჯაყვის ამარა გადარჩენილის მეთოდიც დავარქვათ, მაგრამ ძირითადად და ოდითგანვე, ღვინის ბოთლის გახსნის ეს გზა, ბაბულიკების მონაპოვარი იყო, რომელც მათ "ძველი პლეადისგან" გადმოეცათ. როგორც ძველბაბულიკურ მანუსკრიპტებში ვკითხულობთ, აღნიშნული მეთოდით კორპის ამოძრობა ლისიჩკა დანებით უფრო კარგად გამოდის, მაგრამ შესაძლებელია ჩვეულებრივი სასადილო დანის გამოყენებაც. მთავარია, ე.წ. კარაქის დანა არ იყოს.
მეთოდი მარტივია: ჩაასეთ დანა კორპს და დაატრიალეთ.
7. ფროიდის მეთოდი
წამოაწვინეთ ბოთლი დივანზე, დაუჯექით თავთან, მოიმარჯვეთ კალამი და ბლოკნოტი, დაუსვით მას სხვადასხვა შეკითხვა, მოუსმინეთ, მოიპოვეთი მისი ნდობა და ის აუცილებლად გაიხსნება.
8. ბრაგუნის მეთოდი
ეს ღვინის ბოთლის გახსნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეთოდია, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციით კეთდება. ამ გიფში პირსახოცით, ისე კი — ფეხსაცმლით აკეთებენ ხოლმე. ჩადებთ ბოთლს ფეხსაცმელში და უბაგუნებთ კედელზე. მართალია, მეთოდს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვს, მაგრამ ბოლოს მაინც იხსნება. ჰო, და კიდევ ერთი გვერდითი მოვლენა აქვს. როგორც კი კორპი გამოვარდება, წამებში უნდა მოასწროთ ბოთლის გასწორება, თორემ ღვინო დაიქცევა.
9. დობის მეთოდი
თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ღვინის ყველა კორპი, სინამდვილეში, სახლის ელფია, ისეთივე, როგორიც იყო დობი ჰარი პოტერიდან. ამიტომ, გაიხადეთ წინდა, გადააფარეთ ღვინის ბოთლს, რის შემდეგაც, კორპს გაუხარდება და დაიყვირებს "Cork is a free eeeeelf", ბოთლიდან ამოხტება და გაიქცევა - თქვენ მშვიდად დალიეთ ღვინო.
10. იკანოს მეთოდი
როგორც სილიკონ ველიში იტყოდნენ, იკანოს ეს რევოლუციური მეთოდი სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს. ბოთლი იხსნება ადვილად, სწრაფად და ხელის მარტივი მოძრაობით, ყველანაირი ძალდატანების გარეშე.
რაც ყველაზე მთავარია, ეს მეთოდი რევერსულია. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, დაუცლელი (დიახ, ასეთებიც არსებობენ) ბოთლის დახურვაც წარმოუდგენლად მარტივია!
დამატებით, ხრახნიანი თავსახური თქვენს ბებიასაც გამოადგება: მიუტანთ მას გამოცლილ ბოთლს და ის მას ტყემლით, საწებლით ან ტკბილი სიროფით აავსებს, შეინახავს საკუჭნაოში და ზამთარში გაგიმასპინძლდებათ.
ამ საოცრების შეძენა კი, სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. ეწვიეთ იკანოს ვებსაიტს და შერჩეულ ღვინოებს ადგილზე მოგირბენინებენ.
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
დისკუსია: გამოგვრჩა რომელიმე მეთოდი?