7 თეორია, რომელიც საყვარელ ანიმაციებზე წარმოდგენას სამუდამოდ შეგიცვლით
Disney-სა და Pixar-ის ანიმაციებს ჯადოსნური სამყაროების, საინტერესო ისტორიებისა და დასამახსოვრებელი პერსონაჟების გარდა, განსაკუთრებულ ხიბლს საოცარი დეტალები ანიჭებს. აღნიშნულ დეტალებს გულშემატკივრები განსაკუთრებული გულმოდგინებით შეისწავლიან. ამ პროცესში ხშირად საოცარი თეორიები იბადება, რომელთა შორისაც ზოგიერთი ძალიან სევდიანიც კია.
წარმოგიდგენთ 7 თეორიას, რომელიც საყვარელ ანიმაციებზე წარმოდგენას სამუდამოდ შეგიცვლით:
1. Finding Nemo-ში ნემო დაიღუპა, ანიმაცია კი მარლინზეა, რომელიც ამ მწუხარებასთან გამკლავებას ცდილობს
ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი თეორიის თანახმად, ნემო და-ძმებთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ დაიღუპა, როდესაც ქვირითი იყო. ისტორია სწორედ მარლინის გონებაში ვითარდება, როდესაც ის ნემოს სიკვდილთან შეგუებას ცდილობს. ამასთან, ფილმში ყველა პერსონაჟი მარლინს ეუბნება რომ ნემოზე ფიქრს თავი უნდა დაანებოს. დამატებით, "ნემო" ლათინური სიტყვაა და ითარგმნება, როგორც "არავინ".
2. ანა და ელსა სინამდვილეში ტარზანის დები არიან
Frozen-ის რეჟისორმა, ჯენიფერ ლიმ გულშემატკივრებს მისი კოლეგის, კრის ბაკის თეორია გაუზიარა. Frozen-სა და Tarzan-ის მუშაობის პროცესში ჩართულმა კრის ბაკმა აღნიშნა, რომ მართალია ელსასა და ანას მშობლების გემი ჩაიძირა, თუმცა დედოფალი და მეფე რეალურად არ დაღუპულან. ისინი მიტოვებულ კუნძულზე აღმოჩნდნენ. ნაცნობი ისტორიაა? სწორედ აქიდან გაჩნდა თეორია, რომ დედოფალმა კუნძულზე ტარზანი გააჩინა, რომელსაც მშობლები მანამ ზრდიდნენ, სანამ ლეოპარდების თავდასხმას არ ემსხვერპლნენ. ამ თეორიის მიხედვით, ტარზანი ანასა და ელსას უმცროსი ძმაა.
3. მოანა ანიმაციის დასაწყისში, შტორმის დროს დაიღუპა
ფოტო: Walt Disney Pictures
არსებობს მოსაზრება, რომ მოანა ანიმაციის დასაწყისში, შტორმის დროს დაიღუპა. ამ თეორიას, გულშემატკივრების ნაწილის თქმით, ის ადასტურებს, რომ მოგზაურობისას მოანა მხოლოდ მისტიკურ ქმნილებებსა და ღმერთებს ხვდება. თუმცა მას შემდეგ, რაც მოანა ტე ფიტის გულს აბრუნებს, ღვთაება მას მკვდრეთით აღადგენს, რათა მოანა საკუთარ ტომს დაუბრუნდეს.
4. ფიფქიას დედინაცვალი და რაპუნცელის დედა ერთი და იგივე ადამიანია
ფოტო: Walt Disney Pictures
ფოტო: Walt Disney Pictures
რაპუნცელის დედას, გოთელსა და ბოროტ დედინაცვალს ერთმანეთთან უამრავი საერთო აქვთ: გემოვნება, ჩაცმის სტილი და ის ფაქტი, რომ ორივე მათგანი სილამაზისა და ახალგაზრდობის იდეითაა შეპყრობილი. რედიტზე გავრცელებული ერთ-ერთი ვრცელი თეორიის თანახმად, ბოროტმა დედინაცვალმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და რაპუნცელის დედად მოგვევლინა.
5. Inside Out-ში ბინგ ბონგი რეალურად Monster's Inc-ის ურჩხულია და არა — რაილის წარმოსახვითი მეგობარი
ფოტო: Pixar Animation Studios
თუ Monster's Inc კარგად არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ანიმაციაში ურჩხულები დროში მოგზაურობენ და ელექტროენერგიას ბავშვების შეშინებით (მოგვიანებით — გაცინებით) იღებენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ბინგ ბონგი სწორედ ასეთი ურჩხულია, რომელიც რაილის ბავშვობაში სტუმრობდა და გოგოს ელექტროენერგიის მიღების სანაცვლოდ აცინებდა. ასე აღმოჩნდა ბინგ ბონგი რაილის მოგონებებში.
6. Up გარდაცვლილი კარლის იმქვეყნიურ მოგზაურობაზე გვიყვება
ფოტო: Pixar Animation Studios
კიდევ ერთი სევდიანი თეორიის მიხედვით, კარლი ანიმაციაში თავიდანვე გარდაცვლილია და მფრინავი სახლით მისი მოგზაურობა იმქვეყნიურ გზაზე მოგვითხრობს, რომლის გავლაც უწევს. ამასთან, რასელი ანგელოზია, რომელიც ფრთების მოპოვებას ცდილობს (ანიმაციაში — ველური გარემოს მკვლევრის სამკერდე ნიშნის) ჩარლზ მუნცი კი დაცემული ანგელოზია, რომელიც კარლის ჯოჯოხეთში ჩათრევას ცდილობს.
7. არიელი და ჰერკულესი ბიძაშვილები არიან
ფოტო: Walt Disney Pictures
ფოტო: Walt Disney Pictures
არიელის მამა პოსეიდონის შვილია, ჰერკულესი — ზევსის. ზევსი და პოსეიდონი ძმები არიან, შესაბამისად, არიელი და ჰერკულესი ბიძაშვილები არიან.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები