ტყუილია, სახლში ვარ, კარგად ვარ — მაჭავარიანი ჰოსპიტალიზაციაზე

ფოტო: საქართველოს მთავრობა
ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უარყოფს მასზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.
"ტყუილია, სახლში ვარ, კარგად ვარ", — უთხრა მაჭავარიანმა On.ge-ს.
მაჭავარიანის შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრმა, დავით სერგეენკომაც. მისი ინფორმაციით, მაჭავარიანმა გაიკეთა გეგმიური ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე და საავადმყოფოში გეგმიურ ვიზიტზე იმყოფებოდა.
"რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გეგმიური ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე და გეგმიურ ვიზიტზე იყო მისული. არანაირი დაზიანება. გეგმიური ძგიდის ოპერაცია", — განაცხადა სერგეენკომ ფორმულასთან საუბარში.
დღეს, ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანე მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში, დაზიანებებით გადაიყვანეს.
ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 31 მარტს დატოვა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები