ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოტო: საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook გვერდზე ავრცელებს.
"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", — წერს ღარიბაშვილი.
6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 196, ხოლო გარდაიცვალა — 10 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 18 536, PCR-ით — 6 056.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 1,94%, ხოლო 7 დღის — 2,32%.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061 -ს, გამოჯანმრთელდა — 284 958, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 832 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა;
- აჭარა — 83;
- იმერეთი — 88;
- ქვემო ქართლი — 41;
- შიდა ქართლი — 32;
- გურია — 31;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი — 96;
- კახეთი — 19;
- მცხეთა-მთიანეთი — 24;
- სამცხე-ჯავახეთი — 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 911, აჭარაში — 286, იმერეთში — 293.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში — 171, აჭარაში — 44, იმერეთში — 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში — 39, აჭარაში — 3, იმერეთში — 8.
269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 — თბილისში, 98 — აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 92, ხოლო აჭარაში — 9.
სულ 6 ოქტომბრიდან — 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 017 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 4 213 პირი, აჭარაში — 1 291, იმერეთში — 1 018.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები