საერთაშორისო განვითარების აკადემია — IDA განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის (LEAF) ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით, 2021 წლის 24 აპრილს, 12-დან საღამოს 5 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან.
დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე შეეძლებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ასევე, შეძლებენ, პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.
მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს, მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50-პროცენტიანი და 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია LEAF-ის ვებგვერდზე.
საერთაშორისო განვითარების აკადემია — IDA
საერთაშორისო განვითარების აკადემიის მისიაა, გახდეს გლობალური ლიდერი, ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე სპორტსმენების განვითარებასა და გზის გაკვლევაში, ან პროფესიულ სამყაროში, ან უმაღლესი განათლების სისტემაში. მომავალი სტუდენტების ოჯახებთან თანამშრომლობით, IDA უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა იპოვოს ისეთი პროგრამა, რომელიც შეესაბამება თავის მიზნებს, სპორტული კარიერის პროფილსა და ფინანსურ სიტუაციას. IDA-ს კამპუსები მდებარეობს ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ამერიკაში. IDA-ს აღსაზრდელებს ასევე ექნებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
საზაფხულო ბანაკები
IDA დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს საზაფხულო ბანაკებს ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. ეს ბანაკები განკუთვნილია სპორტსმენებისთვის 13-დან 18 წლამდე. აკადემია სპორტსმენებს სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, რითაც მათ აძლევს საშუალებას, გააუმჯობესონ საკუთარი თამაშის ხარისხი მსოფლიო დონის მწვრთნელებთან თანამშრომლობით.
საზაფხულო ბანაკის შეთავაზებებს შორისაა, როგორც ერთკვირიანი, ასევე მრავალკვირიან პროგრამა. ბანაკი მონაწილეებს მასპინძლობს ივნისსა და ივლისში. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი თარიღების დანიშვნაც. მონაწილეები გაივლიან ყოველდღიურ სპეციალიზირებულ ფიზიკურ წვრთნას UEFA-ს ლიცენზირებულ მწვრთნელებთან. ბანაკის პროგრამა ასევე მოიცავს კულტურულ აქტივობებსა და გასვლით ღონისძიებებს მასპინძელ ქალაქში, სპორტულ კომპლექსებსა და სხვა საინტერესო ლოკაციებზე.
საზაფხულო ბანაკის ერთი კვირის საფასურია $1 750 და მოიცავს სრული პროგრამის ღირებულებას.
საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამები
აკადემიის ყველა კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ინგლისურ ენაში, სოციალურ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და მსოფლიო ენებში; ასევე შეთავაზებულია სხვადასხვა არჩევითი საგანი.
IDA-ს საზაფხულო ბანაკების გარდა ასევე აქვს აკადემიური და სპორტული პროგრამები.
კამპუსები
- ესპანეთის კამპუსი მდებარეობს ქალაქ ვალენსიის ცენტრში. ის განკუთვნილია 15-დან 21 წლამდე უცხოელი სტუდენტებისათვის, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ, როგორც პროფესიულ სპორტულ კარიერაში, ასევე იყვნენ წარმატებულები აკადემიური მოსწრებით.
- გაერთიანებული სამეფოს კამპუსი განკუთვნილია მხოლოდ 15-დან 21 წლამდე ასაკის ბიჭებისთვის, რომლებსაც სურთ, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, ან ითამაშონ ფეხბურთი უნივერსიტეტის დონეზე. აკადემია ასევე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.
- იტალიის აკადემია არის IDA-სა და ფეხბურთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (Soccer Management Institute — SMI) თანამშრომლობის შედეგი. ის მდებარეობს ქალაქ რომში და უმეტესად განკუთვნილია 15-დან 21 წლამდე ნიჭიერი მოთამაშე გოგოებისთვის, რომელთაც სურთ ითამაშონ ფეხბურთი მაღალ დონეზე. იტალიის კამპუსი ასევე საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს სპორტის მართვის სამაგისტრო ხარისხის მოპოვება.
- აკადემიის კიდევ ერთი კამპუსი არის ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. ეს აკადემია მდებარეობს ბოსტონის ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო უბანში. გოგოებისა და ბიჭების ელიტარული საფეხბურთო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით. სტუდენტები გაწევრდებიან პრესტიჟულ საფეხბურთო კლუბებში ახალი ინგლისის მასშტაბით. ასევე, შემოდგომის სემესტრის ფარგლებში ითამაშებენ სხვადასხვა სკოლის ნაკრებებთან.
ბოსტონის კამპუსის კიდევ ერთი მიმართულებაა რაგბი. ელიტარული პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთაც სჭირდებათ სპეციფიკური აკადემიური მიმართულება, რათა ინტენსიურად შეძლონ მაღალი კლასის რაგბის თამაში. პროგრამა სპორტსმენებს წვრთნასთან ერთად IB პროგრამის კურიკულუმსაც სთავაზობს.
სრული აკადემიური და სპორტული აქტივობების საფასურია $49 500. (1 სემესტრი — $27 000). მხოლოდ სპორტული პროგრამის ნაწილი - $40 000 (1 სემესტრი — $22 000).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაინტერესების შემთხვევაში, IDA-ს წარმომადგენელთან შეხვედრის შესაძლებლობა განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე გექნებათ, 24 აპრილს, 12-დან საღამოს 5 საათამდე. მანამდე კი, შეგიძლიათ, გაიაროთ რეგისტრაცია LeafOnlineFair.com-ზე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები