იმედგაცრუებას იწვევს, რომ ეს ცვლილებები ნაჩქარევად შეიმუშავეს და მიიღეს — ევროკავშირი მოსამართლეთა შერჩევის წესზე
ევროკავშირი იმედგარუებას გამოხატავს საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის წესის ნაჩქარევად შემუშავებისა და მიღების გამო და ქვეყანას მოუწოდებს, რომ ვენეციის კომისიას ჰკითხოს, შეესაბამება თუ არა ეს ცვლილებები, მათ წინა რეკომენდაციებს. ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მისაღები პირობაა.
ევროკავშირის განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ გაავრცელა:
"1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები არის გადახედული. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებსა და გამოყენებული წესებზე.
მაშინ, როცა ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის საკანომდებლო ცვლილებების ინიციატივას, იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები ყოველმხრივი კონსულტაციების პროცესის გარეშე. ვწუხვართ, რომ საქართველომ ეს კანონმდებლობა ადრეც შეცვალა დაჩქარებულად, ვენეციის კომისიისადმი დროული განაცხადის გაგზავნის ან მისი საბოლოო დასკვნისთვის დალოდების გარეშე".
ევროკავშირის განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს და შერჩევის წესი ყველა კანდიდატზე თანაბრად ვრცელდებოდეს.
"ამიტომ ევროპის კავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, მათ წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, რომელსაც ვენეციის კომისია დამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა განმცხადებელზე.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიონალური დონისა და კეთილსინდისიერების მოსამართლეებისგან. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა არის პირობაც მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გამოსაყოფად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები