თუ ვინმე ასე თვლის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას მოაწერს ხელს ევროპული საქართველო, ეს ასე არ არის — ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საქართველო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის "ნებისმიერ" შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. მთავარი ის არის, რომ გონივრული კომპრომისი შედგეს.
"მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ, მე, როგორც მოქალაქეს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ევროპულ საქართველოს და ჩვენს პარტნიორებს დემოკრატიულ ოპოზიციაში გვაქვს ამოცანა, რომ დიახ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწიოთ შეთანხმებას, ვიყოთ ერთდროულად მოქნილები კომპრომისისთვის მზაობაში მყოფნი, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულები იმ საკითხზე, რაც მიგვაჩნია აუცილებლად კრიზისის გადასალახად და ამისთვის აუცილებლად მიგვაჩნია ყველა იმ პუნქტზე, რომელიც პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, როგორც მედიატორმა, რომელსაც ჩვენ მივეცით თანხმობა მედიაციაზე და მთავრობამაც ფორმალურად მაინც, თანხმობა მისცა მედიაციაზე, ყველა მის მიერ ჩამოთვლილ საკითხზე გონივრული შეთანხმება და წინსვლა, და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი — მელიასი, რურუასი, მათი განთავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, არის საარჩევნო ადმინისტრაციის წესდების და რეგულაციების არსებითი შეცვლა და საკვანძო საკითხი არის მისვლა ნორმალურ, ვადამდელ არჩევნებამდე. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია გონივრულ კომპრომისად იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას არ ვაპირებთ, ნამდვილად", — განაცხადა ბოკერიამ,
როგორც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ გადაცემა დღის ნიუსში განაცხადა, მომავალი კვირიდან მოლაპარაკებების პროცესში სიახლეებია მოსალოდნელი. მისი თქმით, შარლ მიშელის მედიაციით საბოლოო დოკუმენტი უნდა შედგეს, ეს კი, შესაძლოა, დოკუმენტის ახალი შინაარსიც იყოს.
მან ამავე ეთერში განაცხადა, რომ თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები