1989 წლის 10 აპრილს საქართველო The New York Times-ის პირველ გვერდზე აღმოჩნდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია საქართველოს ისტორიის ის ფურცელია, რომელიც საბჭოთა ცენზურამაც ვერ დამალა. საბჭოთა ჯარის სისასტიკე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამ დღის მოვლენებს The New York Times-იც გამოეხმაურა: 10 აპრილს საქართველო გამოცემის პირველ გვერდზე აღმოჩნდა.
"საბჭოთა საქართველოში დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანია მოკლული" — იუწყება სტატიის სათაური. მისი ავტორი ჟურნალისტი ესთერ ფეინია, რომელიც საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებდა.
"16 ადამიანი მოკლულია, 200-ზე მეტი კი დაშავდა მას შემდეგ, რაც ათასობით დემონსტრანტი თბილისში, საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დაშლის ბრძანებას არ დაემორჩილა და ხელკეტებით შეიარაღებული ჯარისკაცები ხალხისაკენ გაემართა", — ასე იწყება 9 აპრილის შესახებ სტატია.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ყველაფერი გასულ თვეს დაიწყო, როდესაც აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც ამ მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა, მშვიდობიანი აქციები დაიწყო. სტატიაში აღნიშნულია, რომ მალე ეს ყველაფერი მოსკოვისგან პოლიტიკური და ეკონომიკური ავტონომიის, საბოლოოდ კი — საბჭოთა კავშირისგან გამოყოფისა და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მოთხოვნაში გადაიზარდა.
"ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას იღებდნენ, სატელეფონო ინტერვიუებში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები სამხედროების, ტანკებისა და შეიარაღებული ტრანსპორტის ქუჩებში ყოფნით უკმაყოფილონი იყვნენ, თუმცა განთიადამდე ჯარისკაცები მშვიდად იყვნენ განწყობილი", — ვკითხულობთ სტატიაში.
ამის შემდეგ სტატიაში აღწერილია, როგორ დაიწყეს სამხედროებმა დემონსტრანტების დარბევა:
"დაახლოებით დილის 4 საათისთვის, როგორც ამბობენ, მთვარის შუქით განათებულ ქუჩებში სამხედროებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილებს დაშლისა და სახლში წასვლისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტები ამ მოწოდებებს არ დაემორჩილნენ, რამაც ჯარისკაცები გააღიზიანა და მათ ყვირილი და დემონსტრანტების შეურაცხყოფა დაიწყეს. ამის შემდეგ ჯარისკაცებმა ხალხის ნაკადების დაშლა ძალის გამოყენებით დაიწყეს. ისინი ხალხის შევიწროებას შეუდგნენ, რაზეც დემონსტრანტებმა უპასუხეს და უეცრად, თვითმხილველების თქმით, სამხედროებმა დემონსტრანტების ხელკეტებით ცემა დაიწყეს."
სტატიაში ისიცაა ნახსენები, რომ დემონსტრანტები გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოფიციალურ რაოდენობას არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ რეალური რიცხვი უფრო მაღალი იყო.
The New York Times 9 აპრილის მოვლენების შესახებ სტატიას საქართველოს რთული ისტორიული წარსულის გახსენებით ასრულებს:
"ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში მონღოლების, თურქების, სპარსელებისა და მეფის რუსეთის ბატონობის ქვეშ ცხოვრობდა. ამის მიუხედავად, მათ უძველესი ენისა და ლიტერატურაში, ცეკვასა და რელიგიაში გამოხატული მდიდარი მემკვიდრეობის გადარჩენა მაინც შეძლეს. ისტორიული გამოცდილება, როგორც ჩანს, ამაში საბჭოთა კავშირის ბატონობის დროსაც ეხმარებოდათ. ამის მიუხედავად, ქართველები ამბობენ, რომ ხშირად ეშინიათ მოსკოვის, რომელიც ქვეყნის ჰომოგენურ საბჭოთა კულტურასთან შერწყმას ცდილობს.
წლების განმავლობაში, კრემლისადმი მათი შიში და სიძულვილი დემონსტრაციებსა და იმის მოთხოვნაში გადაიზარდა, რომ მათი ენა და ცხოვრების წესი ხელუხლებელი დარჩენილიყო."
რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. 5 აპრილს გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა.
9 აპრილს, ღამის 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ ღამის 10 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.
9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.
ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
ამავე თემაზე:
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები