უცნობის "ინტელექტუალური პროტესტი" და აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 და დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 30 წლისთავზე მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართა.
მისი მხარდამჭერების შეკრება თბილისში, ევროპის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყო. უცნობმა მათ სიტყვით მიმართა, რომელიც გაჯერებული იყო ოპოზიციის კრიტიკითა და საპატრიარქოს მიმართ მადლიერებით. გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ იქ შეკრებილები "ინტელექტუალური პროტესტის" მომხრეები არიან.
"ძალიან უნდათ და გვიწვევენ, რომ რაღაცნაირად რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს. ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, კარგად გაიგონ, რომ ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე ყოველთვის", — განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
"ინტელექტუალური პროტესტის" ორგანიზატორმა ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში ევროპის მოედანზე მდებარე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დააზიანა — მან ძეგლზე გააკეთა წარწერა: "ღმერთი სიყვარულია". საპასუხოდ, მერიამ მისი დაჯარიმება დააანონსა — მომღერალს, სავარაუდოდ, 1 000 ლარის გადახდა მოუწევს.
უცნობის განცხადებების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით საპატრიარქოსკენ გამემართნენ. მათ მართლმადიდებელ ეკლესიას მადლობა გადაუხადეს, საპასუხოდ კი, სასულიერო პირებმა შენობის აივნიდან აკურთხეს. მეტიც, აქცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა Facebook Live-ითაც გააშუქა.
აქცია "გამორჩეული" იყო იმითაც, რომ განსაკუთრებული აგრესია იგრძნობოდა ჟურნალისტების მიმართ. შეკრებილები კომენტარზე, მეტწილად, უარს აცხადებდნენ და ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მედიას მუშაობაში ხელი ეშლებოდა.
გვიჭირს, დავასახელოთ ერთი კონკრეტული მოთხოვნა ან მესიჯი, რომელიც ამ აქციას ჰქონდა, რადგან შეკრებილებისგან ისმოდა განსხვავებული განცხადებები — ზოგი ოპოზიციის კრიტიკით იყო დაკავებული, ზოგი კი — საპატრიარქოსადმი მადლიერების გამოხატვით.
საპატრიარქოდან მსვლელობა დედაენის ბაღისკენ გაემართა, სადაც უცნობმა ახალი საზოგადოებრივი ძალის შექმნა დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, "სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას იტვირთავს და ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას არ დაუშვებს". შეკრებილებმა ხელი მოაწერეს ბანერზე, სახელწოდებით "საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაფუძნების დოკუმენტს".
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები