ომი, რომელიც დაიწყო წლების წინ, არ დასრულებულა მათთვის — ნანუაშვილი გალისა და ახალგორის მოსახლეობაზე
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველისა და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებლის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გალისა და ახალგორის მოსახლეობა საომარ ვითარებაში ცხოვრობს.
"გალში, ისევე როგორც ახალგორში, შეიძლება ითქვას, რომ კვლავ მიმდინარეობს ომი. ომი, რომელიც დაიწყო წლების წინ, რეალურად, არ დასრულებულა ამ ადამიანების ცხოვრებაში. ჩვეულებრივი ომი მიდის. ეს ომი არის უბრალოდ ჩუმი ომი. ფაქტობრივად, ისინი არიან სწორედ ამ ხაზზე, საომარ ხაზზე.
სამწუხაროა, რომ მათ არ ჰყავთ მხარდამჭერი. არ ჰყავთ ზურგი, რომელიც მათ დაეხმარება, მათ საჭიროებებზე გაითვალისწინებს. განახორციელებს პოლიტიკას, რომელიც იქნება მიმართული სწორედ ამ ადამიანების გაძლიერებისკენ, მათი უფლებების დაცვისკენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ პირიქით, შეზღუდვებს", — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ფორმულას ეთერში.
ასე გამოეხმაურა ნანუაშვილი მდინარე ენგურში 4 ადამიანის დახრჩობას. ცნობილია, რომ ეს ადამიანები ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. შავი გზებით გადმოსვლას ცდილობდნენ. ხიდი წელიწადზე მეტი ხნის წინ, საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზებთან გარკვეული სახის მოლაპარაკების საფუძველზე ხიდის გადაკვეთის შესაძლებლობა არის, თუმცა ბარიერი საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის რეჟიმი არ მოქმედებს.
უჩა ნანუაშვილი ოკუპაციის ზოგად პრობლემასთან ერთად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც ხედავს.
"რა თქმა უნდა, პრობლემა არის რუსული ოკუპაცია. ის ომი, რაც მოხდა. ეს არის მიზეზი იმის, რაც ხდება ზოგადად, მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ, ეს არის ერთი მიზეზი. მოდით ვიყოთ გულწრფელები — რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მოეხდინა პრევენცია ასეთი ტრაგედიის?! რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხვალ აირიდოს თუნდაც ახალი, მსგავსი ტრაგედია?!", — ამბობს ნანუაშვილი.
ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.
ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.
გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.
გაიგეთ მეტი:
- მთავრობის კანცელარიასთან გალელმა ახალგაზრდებმა კარანტინის მოხსნა მოითხოვეს
- ენგურში დამხრჩვალი ადამიანების პატივსაგებად, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
- ადამიანების სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყველა მხარის ერთობლივ თანამშრომლობას — აშშ-ის საელჩო ენგურის ტრაგედიაზე
- მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ — ღარიბაშვილი ენგურში დაღუპულებზე
- მთავრობამ კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- აფხაზეთის მოსახლეობას 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა სირთულეებს უქმნის — ომბუდსმენი
- დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება — ზურაბიშვილი ენგურში დაღუპულებზე
- მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა წინა წლებშიც, ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ — ტიკარაძე ენგურში დაღუპულებზე
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
კომენტარები