კახიძე უგულავასა და ბაქრაძის წასვლაზე: დასანანია, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად მოვახერხებთ დანაკლისის შევსებას
"დასანანია, როცა ყოფილი თანაგუნდელები გტოვებენ, თუმცა ევროპული საქართველო ყოველთვის მდიდარი იყო ძალიან სოლიდური, გამოცდილი პოლიტიკური ფიგურებით და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად მოვახერხებთ ამ დანაკლისის შევსებას", — ასე გამოეხმაურა ოთო კახიძე ლიდერების, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას პარტიიდან წასვლას. ყრილობაზე კახიძემ პარტიის სხვა წევრების, განსაკუთრებით გიგა ბოკერიას დამსახურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისნაირი ლიდერები ყველაზე მეტად სჭირდებათ.
"მარტო წინა რიგში ვხედავ მე ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებს, ბატონ, გიგი წერეთელს, კაკო ბობოხიძეს, ძალიან დიდი ხნის სტაჟის მქონე პოლიტიკოსებს, რომლებსაც დამკვიდრებული აქვთ თავიანთი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას როლს ზოგადად ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში. ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა, რომ ჰქონოდა, ეთქვა ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში; ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც სჯერა, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ზოგადად თავისუფლების იდეას და არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა; ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას და ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ტიპის ლიდერები", — განაცხადა მან.
დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ ევროპული საქართველო დატოვეს. ისინი პარტიულ ყრილობას არ ესწრებიან. უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერას უპარტიოდ გააგრძელებს, ბარქაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ევროპული საქართველოდან წასვლის შემდეგ პარტიულ პაუზას იღებს.
ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. მაშინ პარტიაში დავით ბაქრაძის წასვლას არ ადასტურებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგის გამო, პარტიის განახლება და ცვლილებები იყო საჭირო.
ბაქრაძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მომდევნო ყრილობაზე არ დააყენებდა კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება განახლების სურვილისა და პასუხისმგელობის გამო მიიღო. იმავე აზრზე იყო გიგი უგულავაც. გიგა ბოკერიას კი მიაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან ასეთ დროს განზე გადგომა, არასწორია.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები