დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 592.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 16 878, PCR ტესტით — 7 945.

დადებითობის მაჩვენებელი დღიური არის 2,85%, ბოლო 14 დღის — 2,26%, ბოლო 7 დღის — 2,5%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 396-ს, სულ გამოჯანმრთელდა 277 303 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3 877.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 408;
  • აჭარა — 61;
  • იმერეთი — 47;
  • ქვემო ქართლი — 22;
  • შიდა ქართლი — 22;
  • გურია — 26;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 71;
  • კახეთი — 26;
  • მცხეთა-მთიანეთი — 20;
  • სამცხე-ჯავახეთი — 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 380, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 72.

309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 198 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 12 463.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: