ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო
12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/.
საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელი (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში). *კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.
სამუშაო ადგილების კვოტა: 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 1 000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში. დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.
დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;
- პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა);
- პაციენტის კვება/კვებაში დახმარება;
- პაციენტთან კომუნიკაცია;
- პალატის სისუფთავის დაცვა;
- ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.
სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით — კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- განათლება: მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული; უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული "სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის" ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
- ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
- ნასამართლეობის არმქონე;
- ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
- არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
- არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
- კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
- კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).
შერჩევის და დასაქმების პროცედურები:
ისრაელში დამხმარე მუშაკად დასაქმების მსურველი კანდიდატების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
- ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე: workabroad.moh.gov.ge;
- მონაცემების გადამოწმება და კანდიდატთა პირველადი შერჩევა;
- გასაუბრება (*გასაუბრებისას მოხდება რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება);
- წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;
- შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა (*სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო);
- ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები:
- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში);
- ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური;
- სამედიცინო გამოკვლევის საფასური;
- COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.
შრომის ანაზღაურება: კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5 300 შეკელს (2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1 610 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო კვირაში 58-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში — 8 023 შეკელი (დაახ. 2 440 აშშ დოლარი თვეში).
ხელფასის დაბეგვრა
- საშემოსავლო გადასახადი: დარიცხული ხელფასი 6 330 შეკელამდე — იბეგრება 10%-ით, ხოლო 6 631-დან 9 080-მდე — 14%-ით;
- სოციალური დაზღვევის გადასახადი: ხელფასის 0,04%, თუ დარიცხული ხელფასის ოდენობა არ აღემატება 6 330 შეკელს, ხოლო თუ დარიცხული თვიური ხელფასი 6 330 შეკელზე მეტია, გადასახადის განაკვეთია 0,87 % ყოველ დამატებითი შეკელზე;
- სამედიცინო დაზღვევა: 125 შეკელი;
- საცხოვრებლის ხარჯი: 264-დან 485 შეკელამდე;
- კომუნალური გადასახადი: დაახლოებით 93 შეკელი.
*აღნიშნული გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1 100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1 800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).
გარდა ამისა, დამსაქმებელი მიგრანტი მუშაკის სადეპოზიტო ფონდში ყოველთვიურად რიცხავს დარიცხული ხელფასის სულ მცირე 12,5%-ს, რომელიც საქართველოში გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს შესაბამისი გადასახდელის (15%) გამოკლებით. სადეპოზიტო თანხა დაახლოებით 2-3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია და დამოკიდებულია დარიცხული ხელფასის ოდენობაზე. სრული ერთწლიანი დასაქმების შემდეგ მუშაკს აქვს ასევე ერთჯერადი წლიური პრემიის მიღების უფლებაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ჯანდაცვის ცხელ ხაზს — 1505.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები