ბათუმის ბულვარის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის
სახალხო დამცველი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლა დაიწყო.
"სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო", — წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.
ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან On.ge-სთან განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება საკრებულოში მის გამოსვლას უკავშირდება. ჯინჭარაძის თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზად აჭარის მთავრობაში სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დარღვევებს ასახელებენ, რაზეც ის ამბობს, რომ ადგილი მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა. ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საფუძველი, რის გამოც ის თანამდებობიდან მოხსნეს.
"რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ. ქალაქს სჭირდება გადარჩენა. არც ოპოზიციაში ვაპირებ წასვლას და არც პოლიტიკაში", — განაცხადა ჯინჭარაძემ On.ge-სთან.
ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით On.ge აჭარის მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ისინი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ 30 მარტს განაცხადა, რომ წინააღმდეგია ზღვის სანაპირო კერძო საკუთრებაში გადავიდეს. მისი თქმით, ბულვარის არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მისივე თქმით, ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი აწესრიგებს მშენებლობებს და ეს დოკუმენტი იქნება ყველასთვის, "დახვეწილი და მოქნილი".
"მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების გადაცემის კერძო საკუთრებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე არც ერთმა მოგვიტანა შედეგი. ცუდი [შედეგი მოგვიტანა]. ვხედავთ რომ შუაგულ ძეგლში, ძველ ტერიტორიაზე აუზია შემოღობილი, უნდა ალიანსს ასევე პლაჟი მერიოტისათვის და უნდა სხვადასხვა კომპანიას.
ხვალ ჩვენ მოვალთ ისე, რომ ვერავინ ვერ შევალთ თუ არ გადავიხდით 50 და 100 ლარს. ეს შეუძლებელია. ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის", — ამბობს ჯინჭარაძე.
ბათუმის საკრებულოში ბათუმი თაუერისთვის ზღვის პირას 3 380მ2 მიწის ნაკვეთის 15 წლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას განიხილავენ. აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურდათ მოქალაქეებს, რომლებიც ღია სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ. თუმცა თავდაპირვლად მათ ამის საშუალება არ მისცეს, რაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც სამი მოქალაქე დარბაზში შეუშვეს. მათ ბულვარის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს. ამჟამად კვლავ შესვენებაა გამოცხადებული.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები