საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის განცხადებით, საქართველო უკრაინას უდასტურებს სოლიდარობას და მზაობას, რომ იყონ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონიტური მისწრაფებების წინააღმდეგ.

"ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე კარგი გამოხატულებაა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიზნების ერთობლივი განხორციელება, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენს მეგობარ უკრაინას და ჩვენს კოლეგებს რადაში, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათგან, ვუდასტურებთ სოლიდარობას და მზაობას ვიყოთ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ", — აცხადებს სამხარაძე.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ღრმადაა შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით.

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, რასაც ბოლო პერიოდში ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზება დაემატა. ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ნათლად ვხედავთ რუსეთის ჩვეულ და ძალიან სახიფათო ქცევას, რაც მდგომარეობს კონფლიქტის უკიდურესად დაძაბვისა და ესკალაციაში. საქართველოსა და უკრაინის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ, აგრეთვე, საერთო სამომავლო ხედვები აქვთ", — თქვა სამხარაძემ.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის კონტროლირებადმა ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ათჯერ დაარღვიეს, რა დროსაც, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

მედიის ცნობით, უკრაინული პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს, რაც მინსკის შეთახმმების თანახმად აკრალული იყო. უკრაიუნული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

გარდა ამისა, შვედმა დიპლომატმა, კარლ ბილდტიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთი უკრაინისკენ სამხედრო ძალების გადაადგილებას აგრძლებეს. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.