ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი — საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას მასპინძლობს
15, 16, 17 აპრილს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ონლაინ საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას მასპინძლობს, რომლის თემაა: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი". ღონისძიებაში SEU-ს პროფესორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-სა და ევროკავშირის ელჩები და დარგის წამყვანი ექსპერტები აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
ღონისძიების მიზანია ევროპულ სივრცეში, საქართველოს სტრატეგიისა და მისი ინტეგრაციის შესახებ მსჯელობა. მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან მიმართებაში.
განსახილველი თემები, სხვადასხვა მნიშვნელოვან და სიღრმისეულ საკითხებს მოიცავს. შთამბეჭდავად გამოიყურება მონაწილეთა სიაც:
- თამარა წულეისკირი - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი;
- ვიქტორ დოლიძე - საქართველოს ელჩი ნატოში;
- ელჩი მარეკ შჩიგელი - საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი;
- ვახტანგ მაისაია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს პროფესორი;
- გელა ცაავა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს პროფესორი;
- დავით ძიძიშვილი - "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს" კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი;
- დავით ბუჯიაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ნინო ოხანაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს პროფესორი;
- თორნიკე შურღულაია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს პროფესორი.
აღნიშნული, საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის ორგანიზატორია SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, აგრეთვე, SEU-ს საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა - "საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" მიერ.
საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს.
რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა მუდმივად, ჩართულია ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და სტუდენტებს ყოველთვის აძლევს დამატებით შესაძლებლობას პროფესიული განვითარების კუთხით.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები