გახარიასთან გადასული დეპუტატი მათი წასვლის შესახებ თალაკვაძის გამოხმაურებას "ბულინგს" უწოდებს
ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარისა და ყოფილი თანაგუნდელის, არჩილ თალაკვაძის გამოხმაურებას "ბულინგი" უწოდა და აღნიშნა — "არავინ უნდა ბულინგდებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია დატოვოს, როდესაც პოლიტიკური პარტია, როგორც ხალხის ნების აღსრულების პლატფორმა, არაეფექტიანია".
მისი განცხადებით, თალაკვაძის შეფასება მათ მიერ პარტიის დატოვებაზე, არის იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა სუსტია.
"როგორც ჩანს, ბატონ არჩილს, როდესაც განცხადებას აკეთებდა, ჯერ კიდევ კარგად არ ჰქონდა მოსმენილი ის პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ პირველი, რაც ჩვენ ვთქვით ქართული ოცნებიდან წასვლის მიზეზი, ეს არის სწორედ პასუხიმგებლობა, მათ შორის, ქართული ოცნებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ჩვენ სწორედ იმიტომ, რომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, დავტოვეთ ეს პარტია. რატომ? იმიტომ, რომ არსებული რადიკალიზაციის პირობებში პარტია, როგორც ხალხის ნების და დღის წესრიგის ეფექტიანობაზე ორიენტირებული ძალის რესურსი, არის ამოწურული", — თქვა მან.
ლილუაშვილმა განაცხადა ისიც, რომ პარტიაში შეცდომებიც იყო. მისი თქმით, "ოცნებიდან" წასული დეპუტატები ამას იაზრებენ და სწორედ ამაზე იქნება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ახალი გუნდის დღის წესრიგი აწყობილი.
"შეცდომები იყო. მაგალითად ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ სუსტი სახელმწიფო ინტერესები, დღეს კიდევ ვსაუბრობთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ეს ყველაფერი არის ის, რაზეც, მათ შორის, ჩვენ, როდესაც ვიყავით პარტიის წვერები, ვიზიარებთ ამ პასუხიმგებლობას და ვუსწორებთ ამ პრობლემებს თვალს. სწორედ ამაზე უნდა იყოს ჩვენი, ახალი პოლიტიკური პარტიის და გახარიას გუნდის წარმომადგენლების დღის წესრიგი აწყობილი", — თქვა მან.
ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან. დღეს, 14 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "სირცხვილია", როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რომელთა მოსაგვარებლად მუშაობა შენი პასუხისმგებლობაცაა.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები