ბოლო დროის 10 ბესტსელერი ქართული რომანი სულაკაურის გამომცემლობისგან
სულაკაურის გამომცემლობა უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ლიტერატურის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს: როგორც ნებისმიერი ასაკის, ისე სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მკითხველებს შესაფერის საკითხავს არ აკლებს.
მსოფლიო კლასიკის შედევრებისა და საერთაშორისო ბესტსელერების თარგმნასთან ერთად ეს გამომცემლობა ოდითგანვე განსაკუთრებულად ცდილობდა, რომ მხარი დაეჭირა ქართველი ავტორებისთვის, რამაც არაერთ დამწყებ მწერალს შეუწყო ხელი, რომ მათ შემოქმედებას მზის სინათლე ეხილა, მკითხველს კი ახალი ავტორების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
ახლა ზრდადობის მიხედვით ბოლო დროის ათი ყველაზე ხშირად გაყიდული ქართული რომანის სიას შემოგთავაზებთ, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ წარმოგვიდგინა:
10. შაშვი შაშვი მაყვალი — თამთა მელაშვილი
მართალია, ეს წიგნი ჯერ სულ ახალია, 2021 წლის დასაწყისში დაიბეჭდა, მაგრამ უკვე მოიპოვა ქართველი მკითხველებისგან აღიარება: საკმაოდ დიდი ოდენობის ტირაჟი ძალიან მცირე დროში ამოიწურა. რა თქმა უნდა, გამომცემლობამ მალევე განაახლა მარაგი, კვლავ შეავსო წიგნის მაღაზიის თაროები ახალი ეგზემპლარებით და რომანის მთავარი გმირი — პატარა ქალაქში მცხოვრები მარტოხელა ქალი ეთერო კიდევ ბევრ სხვა მკითხველს ელოდება, რომ თავისი ამბავი გაუზიაროს.
რომანის შაშვი შაშვი მაყვალი შესახებ წაიკითხეთ მეტი აქ: თამთა მელაშვილის ლიტერატურული დღესასწაული
9. საღეჭი განთიადები — ზურა ჯიშკარიანი
Kung Fu Junkie-სა და KayaKata-ს წევრი, ქართული მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანი ზურა ჯიშკარიანი 2017 წელს გამოქვეყნებული რომანით ლიტერატურულ წრეშიც უკეთ გაიცნეს და მალევე ყველამ ერთხმად აღიარა მისი უნიკალური ხმა ქართულ პროზაში: კიბერპანკის ჟანრის ამ წიგნს საბას და ილიაუნის ლიტერატურული ჯილდოები გადაეცა.
8. პატარა ქვეყანა — ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძეს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, თუმცა კიდევ უფრო ბევრი მის სახელს კვლავ წლების წინ გამოქვეყნებულ ერთ სატირულ მოთხრობას უკავშირებს, რომლის გამოც ახალგაზრდა მწერალი წმინდანის შეურაცხმყოფლად შეირაცხა. სწორედ ამ გარდამტეხ მოვლენასთან ერთად მწერალი თავის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში საქართველოს უახლეს ისტორიასაც აღადგენს და ჩვეული ირონიითა თუ თვითირონიით დაუჯერებელ ამბებს მოგვითხრობს.
7. კუპიდონი კრემლის კედელთან — აკა მორჩილაძე
ფსევდონიმის მიუხედავად, ამ ავტორის სახელი-გვარი, ალბათ, ყველაზე კარგად ნაცნობია ქართველი მკითხველისთვის. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისი ეს ჯერჯერობით ერთ-ერთი ბოლო რომანი, რომელიც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის "მეჟდუნაროდნი" ვაგონში განვითარებულ მოვლენებს კინოკამერის სიზუსტით აღწერს, უამრავმა მკითხველმა შეიყვარა, განსაკუთრებით კი მისი მთავარი გმირი — მუსჲა.
რომანის კუპიდონი კრემლის კედელთან შესახებ წაიკითხეთ მეტი აქ: როგორ დაკარგა ძალა წინააღმდეგობამ
6. სამხრეთული სპილო — არჩილ ქიქოძე
მართალია, ამ რომანში მოქმედება სულ რაღაც ერთ დღეში ვითარდება, თუმცა ის იმდენად მრავლისმომცველი და მომნუსხველია, რომ მკითხველს მისგან დატოვებული შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გაჰყვება. რთული სათქმელია, როგორ ახერხებს ამას არჩილ ქიქოძე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მან ამ რომანის საშუალებით თბილისში ფიზიკურზე არანაკლებ ხელშესახები ლიტერატურული მოგზაურობა მოუწყო მკითხველს.
5. ვა, სოფელო — ზაირა არსენიშვილი
ეს წიგნი გაცილებით ადრე დაიბეჭდა პირველად, თუმცა, როცა სულაკაურის გამომცემლობამ ვა, სოფელო 2019 წელს ხელახლა გამოსცა, სწორედ მაშინ გაიცნო ეს უმნიშვნელოვანესი ავტორი ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ზაირა არსენიშვილის მდიდარი ენის უკეთ გაცნობა კი ქართველ მკითხველს სულ მალე შეეძლება, როცა მისი კიდევ ერთი რომანი რეკვიემი გამოვა.
4. სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში — მაია ასათიანი
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქართველმა ტელეჟურნალისტმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, რომლითაც ერთგულ გულშემატკივრებს არც ამჯერად გაუცრუა იმედი: მისთვის დამახასიათებელი წარუშლელი ემოციით პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე ტელეეკრანების ნაცვლად ფურცლებიდან გვიყვება და ამ გზით საუკეთესოდ გვიხატავს თავის პროფილს.
3. ბედუინი — ნეფერტარი
მანამდე უცნობი ქართველი ავტორის, ფსევდონიმით ნეფერტარი, ეს სადებიუტო ნაწარმოები მკითხველების მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩენად იქცა: სათავგადასავლო რომანი, რომელშიც საჰარის უდაბნოში განვითარებული წარმოუდგენლად დაძაბული, საინტერესო და ხიფათით სავსე თავგადასავლებია გადმოცემული, ნებისმიერი გემოვნების მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.
2. ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილი
ამ წიგნის აქ ხილვა, ალბათ, არავის გააკვირვებს, მეტიც — ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანების სიაშიც აუცილებლად ერთ-ერთი ლიდერი იქნება. ჯინსების თაობა, რომელიც ისტორიული მოვლენებს მხატვრულად აღბეჭდავს, თავად იქცა კულტურულ ფენომენად, რომელსაც ყველა თაობის მკითხველი კარგად იცნობს: ის ითარგმნა ათეულობით ენაზე და მის მიხედვით გადაიღეს სრულმეტრაჟიანი ფილმიც.
1. მზე, მთვარე და პურის ყანა — თემურ ბაბლუანი
თემურ ბაბლუანს ყველა ისე იცნობდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ რეჟისორს, თუმცა ბოლო წლებში თავისი სადებიუტო რომანით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართველი ავტორის წოდებაც ასეთივე წარმატებით მოიპოვა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს მისი რომანი მზე, მთვარე და პურის ყანა იკავებს.
სულაკაურის გამომცემლობა უკვე 20 წელზე მეტია ქართველ ავტორებთან თანამშრომლობს და მკითხველს ღირებულ, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას სთავაზობს. ახალი ავტორების აღმოჩენა და ქართული თანამედროვე პროზის მხარდაჭერა გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.
სულაკაურის გამომცემლობამ 14 აპრილს, დედაენის დღეს დაიწყო კამპანია "ვკითხულობ ქართულს", რომლის მიზანი თანამედროვე ქართული პროზის პოპულარიზაციაა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომლებიც მკითხველს უკეთ გააცნობს ქართველ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს.
სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით On.ge პერიოდულად ქართული თანამედროვე პროზის შესახებ ინფორმაციულ, საინტერესო და სახალისო სტატიებსა თუ ქვიზებს შემოგთავაზებთ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები